1. პროკურატურის თანამშრომელი პატივს უნდა სცემდეს და იცავდეს  საქართველოს კონსტიტუტუციით,  საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და  შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტებით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. პიროვნების ღირსების პატივისცემის საყოველთაო პრინციპი სავალდებულოა პროკურატურის თანამშრომლისთვის.

2. პროკურატურის თანამშრომელმა პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უნდა უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა.

3. პროკურატურის თანამშრომელი ვალდებულია ხელი შეუწყოს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აღმოფხვრას.  ვალდებულია  დაიცვას ყველა კანონი და რეგულაცია, რომლითაც უზრუნველყოფილია თანაბარი შესაძლებლობები ყველა პირისთვის, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, წარმოშობისა, ეთნიკური კუთვნილებისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებებისა, სოციალური კუთვნილებისა, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნისა. ამავე დროს დაუშვებელია პროკურატურის თანამშრომელმა განახორციელოს რაიმე სახის დისკრიმინაციული ქმედებ