1. საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსი (შემდგომში – კოდექსი) აყალიბებს პროკურატურის თანამშრომელთა ქცევის ისეთ სტანდარტებს, რომლებიც შეესაბამება საჯარო ინტერესს.

2. კოდექსის მიზანია პროკურატურის თანამშრომელთა ქცევის ისეთი ნორმების დამკვიდრება, რომლებიც ხელს უწყობს:

ა) თანამდებობის შესაბამისი პასუხისმგებლობისა და სამართლიანობის პრინციპების განმტკიცებას პროკურატურის თანამშრომლის საქმიანობაში;

ბ) პროკურატურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა პროფესიონალურად შესრულებას;

გ) ადამიანის უფლებათა დაცვას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების შესაბამისად;

დ) სამართლიანი, ეფექტიანი, მიუკერძოებელი და კვალიფიციური გამოძიების ჩატარებას, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის განხორციელებას;

ე) პროფესიულ და პირად საქმიანობაში პროკურატურის თანამშრომლის მიერ კანონის მოთხოვნების განუხრელად დაცვას;

ვ) საქართველოს პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობისა და პატივისცემის განმტკიცებას;

ზ) პროკურატურის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი დისციპლინის  დაცვა