1. საზოგადოებასთან ურთიერთობისას პროკურატურის თანამშრომელი მუდამ უნდა ხელმძღვანელობდეს პროკურატურის, როგორც ინსტიტუტის საუკეთესო რეპუტაციის პრიორიტეტით. ის პატივისცემით უნდა მოეპყროს თანამოსაუბრეებს, საკუთარი მოსაზრებების გამოთქმისას ტაქტიანად უნდა გამოხატავდეს დასაბუთებულ კრიტიკას. პროკურატურის თანამშრომელი ვალდებულია პატივი სცეს სხვა პირის სიტყვის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას, თუ ამით არ ილახება მესამე პირთა უფლებები და თავისუფლებები.

2. დაუშვებელია ისეთი შეხედულებების გამოხატვა, რომლებიც მიზნად ისახავს პირის შეზღუდვას ან შეურაცხყოფას რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვი