1. პროკურატურის თანამშრომელი ვალდებულია მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენოს მხოლოდ კანონით მკაცრად განსაზღვრული მიზნებისათვის და კანონით დადგენილი წესით. პროკურატურის თანამშრომელმა კეთილსინდისიერად უნდა შეასრულოს სამსახურებრივი მოვალეობები.

2. დაუშვებელია:

ა) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება პირადი სარგებლისთვის, მათ შორის, ფინანსური და სხვა კანონიერი ვალდებულებებისთვის თავის არიდება;

ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება ნებისმიერ პირზე უკანონო ზემოქმედებისთვის;

გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება პროდუქციისა თუ მომსახურების რეკლამისათვის;

დ) პროკურატურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით შეღავათებით სარგებლობა პროდუქციისა და მომსახურების შეძენისას;

ე) პროკურატურის თანამშრომლის მიერ ისეთი პირობის დადება ან ვალდებულების აღება, რომლის განხორციელებაც არ შედის მის უფლებამოსილებაში და შესაძლოა ლახავდეს პროკურატურის ინტერესს;

ვ) პროკურატურის თანამშრომლის მიერ ნებისმიერი პირისთვის უპირატესობის მინიჭება;

ზ) პროკურატურის თანამშრომელმა, სამსახურებრივი სტატუსის ან/და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით,  მოითხოვოს ან/და მიიღოს უშუალოდ ან/და მესამე პირის მეშვეობით, ისეთი სარგებელი, რომელიც არსებითად წინააღმდეგობაში მოდის პროკურატურის საქმიანობასთან ან/და ზიანს აყენებს პროკურატურის იმიჯს;

თ) პროკურატურის თანამშრომელის მიერ  პროკურატურის ქონებისადმი გაუფრთხილებელი მოპყრობა;

ი) პროკურატურის თანამშრომლის თანამდებობაზე დანიშვნის ან დაწინაურების საფუძველი იყოს მისი პროკურატურის სხვა თანამშრომელთან ნათესაური კავშირი;

კ) პროკურატურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი დროის არასამსახურებრივი მიზნებისთვის გამოყენება არასაპატიო მიზეზი