1. პროკურატურის თანამშრომელი თავისუფალი უნდა იყოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების და ცალკეულ პირთა გავლენისაგან და დაემორჩილოს მხოლოდ კანონს.

2. პროკურატურის  თანამშრომელი ვალდებულია სრული პასუხისმგებლობა აიღოს თავის ქმედებებზე. დაუშვებელია საკუთარ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის მოხსნა ზემდგომი თანამდებობის პირის მიერ გაცემულ დავალებაზე მითითებით.

3. პროკურატურის თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას პოლიტიკური ნეიტრალიტეტი. მან თავი უნდა  შეიკავოს რომელიმე პოლიტიკური პარტიისა თუ გაერთიანების მიმართ საკუთარი დამოკიდებულების საჯაროდ გამოხატვისაგან. დაუშვებელია პროკურატურის თანამშრომლის მიერ პოლიტიკური მრწამსის ნიშნების აშკარა დემონსტრირება.

თავი III

პროკურატურის თანამშრომელი პროფესიული მოვალეობის შესრულების