1. საჯარო სამსახური საზოგადოების მიერ გამოცხადებულ ნდობას გულისხმობს. პროკურატურის თანამშრომელს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ მისი სამსახურებრივი მდგომარეობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მას საზოგადოების წინაშე აქვს ვალდებულებები, რომლებიც პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობასა და პროკურატურის იმიჯზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
2. პროკურატურის თანამშრომელი უნდა მოქმედებდეს პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტებით, ხელმძღვანელობდეს მიუკერძოებლობის, სამართლიანობის, ობიექტურობის, პოლიტიკური ნეიტრალობის, წესიერების, პატიოსნების, თავაზიანობის, ღირსების, ურთიერთპატივისცემის, ნდობის, საზოგადოდ მიღებული კულტურის, ზნეობისა და ეთიკის ნორმებით. პროკურატურის თანამშრომელი საკუთარი ქმედებით ხელს უნდა უწყობდეს პროკურატურის მიმართ საზოგადოების რწმენისა და ნდობის განმტკიცება