ამგვარად არჩეული პირები სასამართლოს წევრებად შეიტანებიან სიაში, რომელიც ბიუროს მიერ გადაეგზავნება ყველა ხელშემკვრელ მხარეს.
ბიურო ხელშემკვრელ მხარეებს აცნობებს არბიტრთა სიაში შეტანილ ნებისმიერ ცვლილებას.
ორი ან მეტი მხარე შესაძლოა შეთანხმდეს ერთი ან რამდენიმე საერთო წევრის არჩევაზე.
ერთი და იგივე პირი შესაძლოა არჩეულ იქნეს სხვადასხვა მხარის მიერ. სასამართლოს წევრები ინიშნებიან 6 წლის ვადით. ეს დანიშვნები განახლებადია.
თუ სასამართლოს წევრი გარდაიცვლება ან გადადგება, ვაკანსიის შესავსებად გამოიყენება იგივე პროცედურა, რომლითაც ამ პირის დანიშნვა მოხდა. ამ შემთხვევაში, დანიშვნა ხდება ახალი 6-წლიანი პერიოდი