მუხლი 41🔗
იმისათვის, რომ ხელი შეეწყოს იმ საერთაშორისო უთანხმოებების არბიტრაჟში დაუყოვნებლივ მიმართვას, რომელთა მოგვარება დიპლომატიური გზებით ვერ მოხერხდა, ხელშემკვრელი მხარეები იღებენ ვალდებულებას, რომ შეინარჩუნონ არბიტრაჟის მუდმივმოქმედი სასამართლო, რომელიც დაარსდა პირველ სამშვიდობო კონფერენციაზე და რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერ დროს და იმუშავებს ამ კონვენციაში ჩადებული პროცედურული წესების მიხედვით, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებია