თუ მხარეები ვერ მიაღწევენ პირდაპირ შეთანხმებას საარბიტრაჟო ტრიბუნალის შემადგენლობის თაობაზე, გამოიყენება შემდეგი მსვლელობა:
თითოეული მხარე ნიშნავს ორ არბიტრს, რომელთაგანაც მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს ამ ქვეყნის ეროვნების მქონე ან შერჩეული იყოს იმ პირებიდან, რომელიც მის მიერ არიან არჩეული მუდმივმოქმედი სასამართლოს წევრებად. ეს არბიტრები ერთად ირჩევენ სუპერარბიტრს.
თუ ხმები გაიყოფა, სუპერარბიტრის არჩევა მიენდობა მესამე სახელმწიფოს, რომელიც შეირჩევა მხარეთა შეთანხმებით.
თუ ამ საკითხზე შეთანხმება არ მიიღწევა, თითოეული მხარე ირჩევს სხვადასხვა სახელმწიფოს, და სუპერარბიტრის არჩევა ხდება ამ შერჩეულ სახელმწიფოთა შეთანხმებით.
თუ ორი თვის ვადაში ეს ორი შერჩეული სახელმწიფო ვერ მიაღწევს შეთანხმებას, თითოეული მათგანი წარმოადგენს მუდმივმოქმედი სასამართლოს წევრთა სიიდან არჩეულ ორ კანდიდატს, გარდა იმ წევრებისა, რომლებიც მხარეთა მიერ იქნენ არჩეული ან არიან რომელიმე მხარის ეროვნების მქონე. ამგვარად წარდგენილი კანდიდატებიდან სუპერარბიტრი წილისყრით განისაზღვრებ