შესაბამისად, ისინი აცხადებენ, რომ უთანხმოებაში მყოფი მხარეებისათვის ამ კონვენციის დებულებების შეხსენების ფაქტი და მათთვის მიცემული რჩევა, მშვიდობის უმაღლესი ინტერესებისთვის მიმართონ მუდმივმოქმედ სასამართლოს, შეიძლება ჩაითვალოს, როგორც მხოლოდ მეგობრული ქმედებები.
ორ მხარეს შორის დავის შემთხვევაში, ერთ-ერთ მათგანს ყოველთვის შეუძლია მიმართოს საერთაშორისო ბიუროს ნოტით, რომელიც შეიცავს განცხადებას იმაზე, რომ ის იქნებოდა მზად დავა არბიტრაჟში წარედგინა.
ბიურომ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს მეორე მხარეს განცხადების შესახე