მსგავსად ამისა, ის უფლებამოსილია მაშინაც კი, თუ მოთხოვნა მხოლოდ ერთი მხარის მიერ გაკეთდა, როცა ყველა მცდელობა დიპლომატიური არხებით მიღწეულიყო შეთანხმება დასრულდა უშედეგოდ, იმ შემთხვევაში, როცა:
1) დავა გათვალისწინებულია ზოგადი საარბიტრაჟო ხელშეკრულებით, რომელიც დადებული ან განახლებულია წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ, რომელიც კომპრომისს ყველა დავის შემთხვევაში ითვალისწინებს და რომელიც არც პირდაპირ და არც ირიბად არ გამორიცხავს სასამართლოს უფლებამოსილებას შეადგინოს კომპრომისი. თუმცა, სასამართლოსთვის მიმართვა არ შეიძლება, თუ მეორე მხარე აცხადებს, რომ მისი აზრით დავა არ განეკუთვნება იმ კატეგორიის დავებს, რომლებიც განსახილველად შეიძლება გადაეცეს სავალდებულო არბიტრაჟს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზოგადი საარბიტრაჟო ხელშეკრულება საარბიტრაჟო ტრიბუნალს არ აძლევს უფლებამოსილებას გადაწყვიტოს ეს წინასწარი საკითხი.
2) დავა წარმოშობილია სახელშეკრულებო ვალიდან, რომელსაც ერთი მხარე ითხოვს მეორე მხარისგან, როგორც თავისი მოქალაქეების კუთვნილებას, და რომლის გადასაწყვეტად, არბიტრაჟის დაწყებასთან დაკავშირებული ოფერტი აქცეპტირებულია. მსგავსი რამ არ მოქმედებს, თუ აქცეპტი ეფუძნება იმ პირობას, რომ კომპრომისი უნდა შედგეს სხვა რომელიმე გზი