წინასწარი წერილობითი წარმოება შედგება შესაბამისი წარმომადგენლების მიერ ტრიბუნალის წევრებისთვის და მოწინააღმდეგე მხარისთვის მემორიალების და საპასუხო მემორიალების, და თუ საჭირო გახდა შეპასუხებების, მიწოდებისგან. მხარეები აღნიშნულს თან ურთავენ ყველა საბუთსა და დოკუმენტს, რომლებიც მოთხოვნილია საქმეში. ეს მიწოდება უნდა განხორციელდეს პირდაპირ ან საერთაშორისო ბიუროს შუამავლობით, კომრომისით დადგენილი წესით და ვადაში.
კომპრომისით დადგენელი ვადა შეიძლება გაიზარდოს მხარეთა ორმხრივი შეთანხმებით, ან ტრიბუნალის მიერ, როდესაც ეს უკანასკნელი ამას აუცილებლად თვლის სწორი გადაწყვეტილების მისაღებად.
ზეპირი განხილვა შედგება ტრიბუნალის წინაშე მხარეთა არგუმენტების ზეპირი ფორმით განვითარებისგა