2. კომიტეტის წევრთა არჩევა ხდება ფარული კენჭისყრით, მხარე-სახელმწიფოთა მიერ დასახელებული პირების სიიდან. თითოეულ მხარე-სახელმწიფოს შეუძლია დაასახელოს ერთი თავისი საკუთარი მოქალაქეების რიცხვიდან. მხარე-სახელმწიფოები ითვალისწინებენ მიზანშეწონილობას იმ პირთა დასახელებისა, რომლებიც არიან აგრეთვე სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტის მიხედვით დაარსებული ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრები და რომლებიც სურვილს გამოთქვავენ, იმუშაონ კომიტეტში წამების წინააღმდეგ.
3. კომიტეტის წევრთა არჩევნები ტარდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მიერ მოწვეულ თათბირებზე, რომლებიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება. ამ თათბირებზე, რომლებისთვისაც კვორუმი მხარე-სახელმწიფოთა ორ მესამედს შეადგენს, კომიტეტის წევრებად აირჩევიან პირები, რომლებიც მიიღებენ ხმათა ყველაზე დიდ რაოდენობასა და მხარე სახელმწიფოთა დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე წარმომადგენლების ხმათა აბსოლუტურ უმრავლესობას.
4. საწყისი არჩევნები ტარდება არა უგვიანეს ექვსი თვის შემდეგ ამ კონვენციის ძალაში შესვლის თარიღიდან. ყოველი არჩევნების თარიღამდე სულ მცირე ოთხი თვით ადრე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი წერილს უგზავნის მხარე-სახელმწიფოებს და სთავაზობს მათ, დაასახელონ თავიანთი კანდიდატურები სამი თვის განმავლობაში. გენერალური მდივანი ადგენს ამგვარად დასახელებულ პირთა ანბანის რიგზე დალაგებულ სიას, მიუთითებს რა მხარეთა-სახელმწიფოებს, რომლებმაც ისინი დაასახელეს, და წარუდგენს მას მხარე-სახელმწიფოებს.
5. კომიტეტის წევრთა არჩევა ხდება ოთხთვიანი ვადით. მათ უფლება აქვთ, ხელმეორედ იყვნენ არჩეულნი, თუ მათი კანდიდატურა ხელმეორედ დასახელდება. თუმცა, პირველ არჩევნებზე არჩეული ხუთი წევრის უფლებამოსილებათა ვადა იწურება ორწლიანი პერიოდის ბოლოს; უშუალოდ პირველი არჩევნების შემდეგ ამ ხუთი წევრის სახელებს წილისყრის მეშვეობით ამოირჩევს თათბირის თავმჯდომარე, მოხსენიებული ამ მუხლის მე-3 მუხლში.
6. თუ კომიტეტის წევრი გარდაიცვლება, გადადგება ან რაიმე სხვა მიზეზის გამო აღარ შეეძლება თავის საკომიტეტო მოვალეობათა შესრულება, მხარე-სახელმწიფო, რომელმაც იგი დაასახელა, თავის მოქალაქეთა რიცხვიდან დანიშნავს სხვა ექსპერტს მისი ვადის დანარჩენი ნაწილის განმავლობაში სამუშაოდ, მხარე-სხელმწიფოთა უმრავლესობის თანხმობის შემთხვევაში. თანხმობა მიცემულად ითვლება, თუ მხარე-სახელმწიფოთა ნახევარი ან მეტი უარყოფით პასუხს არ გასცემს ექვსი კვირის განმავლობაშიმას შემდეგ, რაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი მათ შემოთავაზებული დანიშვნის შესახებ აცნობებს.
7. მხარე-სახელმწიფოები პასუხისმგებელნი არიან კომიტეტის წევრთა ხარჯებზე, სანამ ისინი საკომიტეტო მოვალეობებს ასრულებენ
მუხლი 17. 1. იქმნება კომიტეტი წამების წინააღმდეგ (შემდგომში „კომიტეტად“ წოდებული), რომელიც ასრულებს ქვემოთ გათვალისწინებულ ფუნქციებს. კომიტეტი შედგება ადამიანის უფლებათა დარგში მაღალი მორალური რეპუტაციისა და აღ
მთავარი მონაცემები
- ვადა სამი თვის განმავლობაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 17. 1. წინამდებარე კონვენციის შესრულების მიმდინარეობის განსახილველად იქმნება ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი (შემდგომში კომიტეტად წოდებული), რომელიც კონვენციის ძალაში შესვლის მომენტისათვის
- მუხლი 34. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტი
- მუხლი 43. 1. მონაწილე სახელმწიფოთა მიერ წინამდებარე კონვენციის შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში მიღწეული პროგრესის განხილვის მიზნით არსდება ბავშვის ულფებათა კომიტეტი, რომელიც ქვემოთ გათვალისწინებუ
- მუხლი 44. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ირჩევს არა უმეტეს 4 პირს, რომელსაც აქვს აღიარებული კომპეტენცია საერთაშორისო სამართლის საკითხებში, არის უმაღლესი მორალური რეპუტაციის მქონე და შეუძლია არბიტრის მოვალეობების შ
- მუხლი 29. 1. კომიტეტის წევრები აირჩევიან ფარული კენჭისყრით იმ პირთა სიიდან, რომლებიც აკმაყოფილებენ 28-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და რომლებიც ამ მიზნით დაასახელეს წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოე
მეზობელი მუხლები
- მუხლი 10. 1. თითოეული მხარე-სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ წამების აკრძალვასთან დაკავშირებული სასწავლო მასალები და ინფორმაცია სრულად იყოს შეტანილი სამართალაღმასრულებელი ორგანოების პერსონალის, სამოქალაქო ან სამხედ
- მუხლი 11. თითოეული მხარე-სახელმწიფო სისტემატურად განიხილავს დაკითხვის წესებს, ინსტრუქციებს, მეთოდებსა და პრაქტიკას, და აგრეთვე ღონისძიებებს, გატარებულს იმ პირთა თავისუფლების აღკვეთასთან და მოპყრობასთან დაკავშირ
- მუხლი 13. თითოეული მხარე-სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ ნებისმიერ პიროვნებას, ვინც აცხადებს, რომ მის მიმართ გამოყენებული იქნა წამება ამ სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ მყოფ რომელიმე ტერიტორიაზე, უფლება ჰქონდეს, საჩ
- მუხლი 14. 1. თითოეული მხარე-სახელმწიფო უზრუნველყოფს თავის სამართლებრივ სისტემაში, რომ წამების აქტის მსხვერპლმა მიიღოს ანაზღაურება და ჰქონდეს სამართლიანი და ადეკვატური კომპენსაციის სამართლებრივად აღსრულებადი უფლ
- მუხლი 15. თითოეული მხარე-სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ ნებისმიერი განცხადება, რომელიც, როგორც დადგინდა, გაკეთებულია წამების შედეგად, გამოყენებული არ იქნეს მტკიცებულებად რომელიმე სასამართლო გარჩევაში, გარდა იმ შე
- მუხლი 16. 1. თითოეული მხარე-სახელმწიფო ვალდებულებას კისრულობს, თავიდან აიცილოს მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფ ნებისმიერ ტერიტორიაზე სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან სასჯელის სხვა აქტები,
- მუხლი 18. 1. კომიტეტი თავის თაამდებობის პირებს ირჩევს ორწლიანი ვადით. ისინი ხელმეორედ შეიძლება იყვნენ არჩეულნი
- მუხლი 19. 1. მხარე-სახელმწიფოები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მეშვეობით, კომიტეტს წარუდგენენ ანგარიშებს მათ მიერ ამ კონვენციის მიხედვით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად მიღებული ზომ
- მუხლი 20. 1. თუ კომიტეტი მიიღებს სარწმუნო ინფორმაციას, რომელიც, მისი თვალსაზრისით, შეიცავს კარგად დასაბუთებულ მინიშნებებს ამა თუ იმ მხარე-სახელმწიფოს ტერიტორიაზე წამების სისტემატურად გამოყენების თაობაზე, კომიტე
- მუხლი 21. 1. ამ კონვენციის მხარე-სახელმწიფოს ნებისმიერ დროს შეუძლია განაცხადოს ამ მუხლის მიხედვით, რომ იგი ცნობს კომიტეტის კომპეტენციას, მიიღოს და განიხილოს შეტყობინებანი იმის თაობაზე, რომ ერთ-ერთი მხარე-სახელმ
- მუხლი 22. 1. ამ კონვენციის მხარე-სახელმწიფოს ნებისმიერ დროს შეუძლია განაცხადოს ამ მუხლის მიხედვით, რომ იგი ცნობს კომიტეტის კომპეტენციას, მიიღოს და განიხილოს შეტყობინებანი, გაკეთებული მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფ
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „კონვენცია წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ“, მუხლი 17. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1222504/muxli-17/