2. გაითვალისწინებს რა ნებისმიერ შენიშვნებს, რომლებიც შესაბამისი მხარე-სახელმწიფოს მიერ შეიძლება იყოს წარმოდგენილი, და აგრეთვე მის ხელთ არსებულ ნებისმიერ სხვა შესაბამის ინფორმაციას, კომიტეტს შეუძლია, თუკი იგი გადაწყვეტს, რომ ეს გამართლებულია, დანიშნოს ერთი ან რამდენიმე თავისი წევრი კონფიდენციალური გამოძიების ჩასატარებლად და კომიტეტისთვის ანგარიშის სასწრაფოს წარსადგენად.
3. თუ ტარდება გამოძიება ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომიტეტი ცდილობს, მიაღწიოს თანამშრომლობას შესაბამის მხარე-სახელმწიფოსთან. ამ მხარე-სახელმწიფოსთან შეთანხმებით, ამგვარ გამოძიებაში შეიძლება შევიდეს ვიზიტი მის ტერიტორიაზე.
4. მისი წევრის ან წევრების მიერ მოპოვებული, ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად წარდგენილი მონაცემების შესწავლის შემდეგ, კომისია გადაუგზავნის ამ მონაცემებს შესაბამის მხარე-სახელმწიფოს, ნებისმიერ იმ კომენტარებთან ან წინადადებებთან ერთად, რომლებიც მიზანშეწონილი ჩანს არსებული სიტუაციის გათვალისწინებით.
5. კომიტეტის მთელი მუშაობა, მოხსენიებული ამ მუხლის 1-4 პუნქტებში, კონფიდენციალური ხასიათისაა, ხოლო ამ მუშაობის ყველა ეტაპზე საჭიროა თანამშრომლობისკენ სწრაფვა. მას შემდეგ, რაც ამგვარი მუშაობა დასრულდება მე-2 პუნქტის თანახმად ჩატარებულ გამოძიებასთან მიმართებაში, კომიტეტს შეუძლია, შესაბამის მხარე-სახელმწიფოსთან კონსულტაციების შემდეგ, მიიღოს გადაწყვეტილება, შეიტანოს ამ სამუშაოს შედეგების შემაჯამებელი ანგარიში თავის ყოველწლიურ ანგარიშში, მომზადებულში 24-ე მუხლის თანახმად