2. კომიტეტი მიუღებლად მიიჩნევს ამ მუხლის მიხედვით გაკეთებულ ნებისმიერ შეტყობინებას, რომელიც ანონიმურია, ან რომელსაც იგი ამგვარ შეტყობინებათა წარდგენის უფლების ბოროტად გამოყენებად, ან ამ კონვენციის დებულებებთან შეუთავსებლად მიიჩნევს.
3. მე-2 პუნქტის დებულებათა გათვალისწინებით, კომიტეტი მისთვის ამ მუხლის მიხედვით წარდგენილ ნებისმიერ შეტყობინებას მიაპყრობს ამ კონვენციის იმ მხარე-სახელმწიფოს ყურადღებას, რომელსაც გაკეთებული აქვს განცხადება I პუნქტის მიხედვით და რომელიც, როგორც ამტკიცებენ, კონვენციის ამა თუ იმ დებულებებს არღვევს. ექვსი თვის განმავლობაში, შეტყობინების მიმღები სახელმწიფო წარუდგენს კომიტეტს წერილობით ახსნა-განმარტებებს, რომლებშიც დაზუსტებული იქნება საკითხი და ზომა, თუ ასეთს ადგილი ექნა, რომელიც მიღებული შეიძლება იყოს ამ სახელმწიფოს მიერ.
4. კომიტეტი ამ მუხლის მიხედვით მიღებულ შეტყობინებებს განიხილავს მოცემული პირის მიერ ან მისი სახელით და შესაბამისი მხარე-სახელმწიფოს მიერ მისთვის მიწოდებული მთელი ინფორმაციის გათვალისწინებით.
5. კომიტეტი არ განიხილავს ამა თუ იმ პიროვნების მიერ ამ მუხლის მიხედვით გაკეთებულ რაიმე შეტყობინებას, თუ იგი არ დარწმუნდება, რომ:
(a) იგივე საკითხი არ განხილულა და არ განიხილება საერთაშორისო გამოძიების ან მოგვარების რომელიმე სხვა პროცედურის მიხედვით;
(b) პიროვნებას ამოწურული აქვს ყველა ხელმისაწვდომი საშინაო ზომა; ეს წესი არ მოქმედებს, როდესაც ამ ზომების გამოყენება გაუმართლებლად ჭიანურდება, ან ნაკლებად სავარაუდოა, რომ იგი ქმედით დახმარებას გაუწევს პირს, რომელიც ამ კონვენციის დარღვევის მსხვერპლია.
6. ამ მუხლის მიხედვით გათვალისწინებული შეტყობინების შესწავლისას კომიტეტი მართავს დახურულ სხდომებს.
7. კომიტეტი თავის მოსაზრებებს აცნობებს შესაბამის მხარე-სახელმწიფოსა და პიროვნებას.
8. ამ მუხლის დებულებები ძალაში შედის, როდესაც ამ კონვენციის ხუთ მხარე-სახელმწიფოს გაკეთებული ექნება განცხადებები ამ მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით. ამგვარი განცხადებები მხარე-სახელმწიფოთა მიერ შესანახად ჰბარდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, რომელიც მათს ასლებს სხვა მხარე-სახელმწიფოებს გადაუგზავნის. განცხადება ნებისმიერ დროს შეიძლება იქნეს გაუქმებული გენერალური მდივნისათვის გაკეთებული შეტყობინებით. ამგვარი გაუქმება ზიანს არ აყენებს განხილვისას რომელიმე საკითხისა, რომელიც ამ მუხლის მიხედვით უკვე გადაცემული შეტყობინების საგანს წარმოადგენს; რომელიმე პიროვნების მიერ ან მისი სახელით გაკეთებული არანაირი შემდგომი შეტყობინება აღარ მიიღება ამ მუხლის მიხედვით მას შემდეგ, რაცგენერალური მდივანი მიიღებს შეტყობინებას განცხადების გაუქმების შესახებ, თუკი მხარე-სახელმწიფოს ახალი განცხადება არ გაუკეთებია
მუხლი 22. 1. ამ კონვენციის მხარე-სახელმწიფოს ნებისმიერ დროს შეუძლია განაცხადოს ამ მუხლის მიხედვით, რომ იგი ცნობს კომიტეტის კომპეტენციას, მიიღოს და განიხილოს შეტყობინებანი, გაკეთებული მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფ
მთავარი მონაცემები
- ვადა ექვსი თვის განმავლობაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 16. 1. თითოეული მხარე-სახელმწიფო ვალდებულებას კისრულობს, თავიდან აიცილოს მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფ ნებისმიერ ტერიტორიაზე სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან სასჯელის სხვა აქტები,
- მუხლი 17. 1. იქმნება კომიტეტი წამების წინააღმდეგ (შემდგომში „კომიტეტად“ წოდებული), რომელიც ასრულებს ქვემოთ გათვალისწინებულ ფუნქციებს. კომიტეტი შედგება ადამიანის უფლებათა დარგში მაღალი მორალური რეპუტაციისა და აღ
- მუხლი 18. 1. კომიტეტი თავის თაამდებობის პირებს ირჩევს ორწლიანი ვადით. ისინი ხელმეორედ შეიძლება იყვნენ არჩეულნი
- მუხლი 19. 1. მხარე-სახელმწიფოები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მეშვეობით, კომიტეტს წარუდგენენ ანგარიშებს მათ მიერ ამ კონვენციის მიხედვით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად მიღებული ზომ
- მუხლი 20. 1. თუ კომიტეტი მიიღებს სარწმუნო ინფორმაციას, რომელიც, მისი თვალსაზრისით, შეიცავს კარგად დასაბუთებულ მინიშნებებს ამა თუ იმ მხარე-სახელმწიფოს ტერიტორიაზე წამების სისტემატურად გამოყენების თაობაზე, კომიტე
- მუხლი 21. 1. ამ კონვენციის მხარე-სახელმწიფოს ნებისმიერ დროს შეუძლია განაცხადოს ამ მუხლის მიხედვით, რომ იგი ცნობს კომიტეტის კომპეტენციას, მიიღოს და განიხილოს შეტყობინებანი იმის თაობაზე, რომ ერთ-ერთი მხარე-სახელმ
- მუხლი 23. კომიტეტისა და სპეციალური შემთანხმებელი კომისიების წევრებს, რომლებიც 21-ე მუხლის I (e) პუნქტის მიხედვით შეიძლება იყვნენ დანიშნულნი, ეკუთვნით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დავალებით მოქმედ ექსპერტთა
- მუხლი 27. 1. ეს კონვენცია ძალაში შედის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისთვის რატიფიკაციის ან შეერთების შესახებ მეოცე დოკუმენტის შესანახად ჩაბარების თარიღიდან ოცდამეათე დღეს
- მუხლი 28. 1. თითოეულ სახელმწიფოს, ამ კონვენციის ხელმოწერის ან რატიფიკაციის, ან მასთან შეერთების დროს, შეუძლია განაცხადოს, რომ იგი არ ცნობს კომიტეტის კომპეტენციას, გათვალისწინებულს მე-20 მუხლში
- მუხლი 29. 1. ამ კონვენციის ნებისმიერ მხარე-სახელმწიფოს შეუძლია შესწორების შეთავაზება და მისი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისათვის წარდგენა. ამის შემდეგ, გენერალური მდივანი შეთავაზებული შესწ
- მუხლი 30. 1. ნებისმიერი დავა ორ ან მეტ მხარე-სახელმწიფოს შორის ამ კონვენციის ინტერპრეტაციასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით, რომლის მოგვარებაც ვერ ხერხდება მოლაპარაკების გზით, ერთ-ერთი მათგანის მოთხოვნით განს
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „კონვენცია წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ“, მუხლი 22. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1222504/muxli-22/