2. კომიტეტი შედგება ათი ექსპერტისაგან, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი ზნეობრივი თვისებებით და აღიარებული კომპეტენციით სფეროში, რომელსაც წინამდებარე კონვენცია მოიცავს. კომიტეტის წევრებს ირჩევენ მონაწილე სახელმწიფოები თავიანთ მოქალაქეთა წრიდან და ისინი თავიანთი სახელით მოქმედებენ, ამასთან ყურადღება ეპყრობა სამართლიან გეოგრაფიულ განაწილებას, აგრეთვე მთავარ სამართლებრივ სისტემებს.
3. კომიტეტის წევრებს მონაწილე სახელმწიფოთა მიერ დასახელებული პირების სიიდან ფარული კენჭისყრით ირჩევენ. ყოფელ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია თავის მოქალაქეთა წრიდან ერთი პირი დაასახელოს.
4. კომიტეტში თავდაპირველი არჩევნები იმართება არაუგვიანეს ექვსი თვის შემდეგ წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის დღიდან, შემდგომში – ორ წელიწადში ერთხელ. ყოველი არჩევნების გამართვის დღემდე სულ ცოტა ოთხი თვით ადრე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი მონაწილე სახელმწიფოებს მიმართავს წერილით, რომელშიც სთავაზობს მათ ორი თვის განმავლობაში წამოაყენონ თავიანთი კანდიდატურები. შემდეგ გენერალური მდივანი ანბანის მიხედვით ადგენს ამგვარად დასახელებული პირების სიას მონაწილე სახელმწიფოების მითითებით, რომლებმაც ეს პირები დაასახელეს, და ამ სიას წარუდგენს წინამდებარე კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებს.
5. არჩევნები იმართება მონაწილე სახელმწიფოების თათბირზე, რომლებსაც გენერალური მდივანი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცენტრალურ დაწესებულებებში იწვევს. ამ თათბირებზე, რომლებზეც მონაწილე სახელმწიფოების ორი მესამედი შეადგენს კვორუმს, კომიტეტის შემადგენლობაში არჩეულად ითვლებიან კანდიდატები, რომლებმაც მონაწილე სახელმწიფოების კენჭისყრის დამსწრე და მოანწილე წარმომადგენლების ხმების უმეტესი რაოდენობა და ხმების აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვეს.
6. კომიტეტის წევრებს ოთხი წლის ვადით ირჩევენ. მათ უფლება აქვთ ხელახლა იყვნენ არჩეული მათი კანდიდატურების განმეორებით დასახელების შემთხვევაში. პირველ არჩევნებში არჩეული ხუთი წევრის უფლებამოსილების ვადა ორწლიანი პერიოდის დამლევს იწურება; პირველი არჩევნების შემდეგ ამ ხუთი წევრის სახელებს დაუყოვნებლივ ადგენს წილის ყრით თათბირის თავმჯდომარე.
7. კომიტეტის რომელიმე წევრის სიკვდილის ან გადადგომის შემთხვევაში ან თუ მას რაიმე მიზეზით აღარ შეუძლია კომიტეტის წევრის მოვალეობის შესრულება, მონაწილე სახელმწიფო, რომელმაც კომიტეტის ეს წევრი წამოაყენა, დარჩენილი ვადისთვის ნიშნავს სხვა ექსპერტს თავის მოქალაქეთა წრიდან კომიტეტის მიერ მოწონების პირობით.
8. კომიტეტი პროცედურის საკუთარ წესებს ადგენს.
9. კომიტეტი ორი წლის ვადით ირჩევს თვის თანამდებობის პირებს.
10. კომიტეტის სესიები, როგორც წესი, იმართება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცენტრალურ დაწესებულებებში ან კომიტეტის მიერ განსაზღვრულ ნებისმიერ სხვა შესაფერის ადგილას. კომიტეტი, როგორც წესი თავის სესიებს ყოველწლიურად მართავს. კომიტეტის სესიის ხანგრძლივობა განისაზღვრება ან საჭიროების შემთხვევაში გადაისინჯება წინამდებარე კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების თათბირზე გენერალური ასამბლეის მოწონების პირობით.
11. გაერთაინებულიე რების ორგანიზაციის გენერალური მდივანი გამოჰყოფს საჭირო პერსონალს და მატერიალურ სახსრებს კომიტეტის მიერ წინამდებარე კონვენციის შესაბამისად თავისი ფუნქციების ეფექტიანი განხორციელებისათვის.
12. წინამდებარე კონვენციის შესაბამისად დაარსებული კომიტეტის წევრები იღებენ გენერალური ასამბლეის მიერ დაწესებულ გასამრჯელოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახსრებიდან და გენერალური ასამბლეის მიერ დადგენილი პირობებით
კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ
მუხლი 43. 1. მონაწილე სახელმწიფოთა მიერ წინამდებარე კონვენციის შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში მიღწეული პროგრესის განხილვის მიზნით არსდება ბავშვის ულფებათა კომიტეტი, რომელიც ქვემოთ გათვალისწინებუ
მთავარი მონაცემები
- ვადა ორი თვის განმავლობაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 33. მონაწილე სახელმწიფოები ახორციელებენ ყველა საჭირო ღონისძიებას, მათ შორის საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ და სოციალურ ღონისძიებებს, აგრეთვე ღონისძიებებს განათლების სფეროში, რათა დაიცვან ბავშვები ნარკოტიკუ
- მუხლი 34. მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ დაიცვან ბავშვი ყველა ფორმის სექსუალური ექსპლუატაციისაგან და სექსუალური ცდუნებისაგან. ამ მიზნით მონაწილე სახელმწიფოები, კერძოდ, ეროვნულ, ორმხრივ და მრავალ
- მუხლი 37. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ:
- მუხლი 38. 1. მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ პატივი სცენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს, რომელიც მათ მიმართ გამოიყნება შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში და უკავშირდება ბავშვებს, და უზრუნველ
- მუხლი 39. მონაწილე სახელმწიფოები ყველა საჭირო ზომას მიმართავენ, რათა ხელი შეუწყონ იმ ბავშვის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ აღდგენას და სოციალურ რეინტეგრაციას, რომელიც არის ყველა სახის უგულებელყოფის, ექსპლუატაციისა და
- მუხლი 40. 1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ყოველი იმ ბავშვის უფლებას, რომელმაც, როგორც მიჩნეულია, დაარღვია სისხლის სამართლის კოდექსი, ბრალად ედება მისი დარღვევა ან ბრალეულადაა მიჩნეული მის დარღვევაში, ისეთ მ
- მუხლი 44. 1. მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მეშვეობით კომიტეტს წარუდგინონ მოხსენებები კონვენციით აღიარებული უფლებების დამკვიდრებისათვის მათ მ
- მუხლი 45. კონვენციის ეფექტიანი განხორციელების ხელშეწყობისა და წინამდებარე კონვენციის მოქმედების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისების მიზნით:
- მუხლი 49. 1. წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მიდვნისათვის მეოცე სარატიფიკაციო სიგელის ან მიერთების შესახებ დოკუმენტის შესანახად ჩაბარების თარიღის შემდეგ ოცდამეაეთ
- მუხლი 50. 1. ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია შესთავაზოს შესწორება და წარუდგინოს იგი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს. შემდეგ გენერალური მდივანი შეთავაზებულ შესწორებას უგზავნის მონაწილე
- მუხლი 51. 1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი იღებს და ყველა სახელმწიფოს უგზავნის იმ პირობების ტექსტს, რომლებიც სახელმწიფოებმა დათქვეს რატიფიკაციის ან მიერთების მომენტში
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ“, მუხლი 43. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1399901/muxli-43/