ა) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზებულ დაწესებულებებს, ბავშვთა ფონდს და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხვა ორგანოებს უფლება აქვთ წარმოდგენილი იყვნენ წინამდებარე კონვენციის ისეთ დებულებათა განხორციელების შესახებ საკითხთა განხილვისას, რომლებიც მათი უფლებამოსილების სფეროში შედის. კომიტეტს შეუძლია გაერთაინებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზებულ დაწესებულებებს, ბავშვთა ფონდებს და გაერთაინებული ერების ორგანიზაციის სხვა კომპეტენტურ ორგანოებს, როცა ამას მიზანშეწონილად მიიჩნევს, წარუდგინოს ექსპერტთა დასკვნა იმ დარგებში კონვენციის განხორციელების თაობაზე, რომლებიც მათი შესაბამისი უფლებამოსილების სფეროში შედის. კომიტეტს შეუძლია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზებულ დაწესებულებებს, ბავშვთა ფონდს და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხვა ორგანოებს შესთვაზოს, წარმოადგინონ მოხსენებები მათი საქმიანობის სფეროში შმავალ დარგებში კონვენციის განხორციელების შესახებ;
ბ) კომიტეტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზებულ დაწესებულებებში, ბავშვთა ფონდში და გაერთიანებულიე რების ორგანიზაციის სხვა კომპეტენტურ ორგანოებშში გზავნის, როცა ამას მიზანშეწონილად მიიჩნევს, მონაწილე სახელმწიფოების ნებისმიერ მოხსენებებს, რომლებიც შეიცავს ტექნიკური კონსულტაციის ან დახმარების შესახებ თხოვნას ან რომლებშიც აღნიშნულია ამის საჭიროება, აგრეთვე კომიტეტის შენიშვნებსა და წინადადებებს, თუკი ასეთები არსებობს, ასეთი თხოვნების ან მითითებების თაობაზე;
გ) კომიტეტს შეუძლია გენერალურ ასამბლეას რეკომენდაცია მისცეს, რომ შესთავაზოს გენერალურ მდივანს თავისი სახელით მოაწყოს გამოკვლევები ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ ცალკეულ საკიტხებზე;
დ) კომიტეტს შუძლია შეიტანოს იმ ინფორმაციაზე დაფუძნებული ზოგადი ხასიათის წინადადებები და რეკომენდაციები, რომელიც მიღებულია წინამდებარე კონვენციის 44 და 45 მუხლების შესაბამისად. ასეთი ზოგადი ხასიათის წინადადებებსა და რეკომენდაციებს უგზავნიან ნებისმიერ დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოს და აცნობებენ გენერალურ ასამბლეას მონაწილე სახელმწიფოების შნიშვნებთან ერთად, თუკი ასეთები არსებობს.
ნაწილი II
კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ
მუხლი 45. კონვენციის ეფექტიანი განხორციელების ხელშეწყობისა და წინამდებარე კონვენციის მოქმედების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისების მიზნით:
მეზობელი მუხლები
- მუხლი 37. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ:
- მუხლი 38. 1. მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ პატივი სცენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს, რომელიც მათ მიმართ გამოიყნება შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში და უკავშირდება ბავშვებს, და უზრუნველ
- მუხლი 39. მონაწილე სახელმწიფოები ყველა საჭირო ზომას მიმართავენ, რათა ხელი შეუწყონ იმ ბავშვის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ აღდგენას და სოციალურ რეინტეგრაციას, რომელიც არის ყველა სახის უგულებელყოფის, ექსპლუატაციისა და
- მუხლი 40. 1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ყოველი იმ ბავშვის უფლებას, რომელმაც, როგორც მიჩნეულია, დაარღვია სისხლის სამართლის კოდექსი, ბრალად ედება მისი დარღვევა ან ბრალეულადაა მიჩნეული მის დარღვევაში, ისეთ მ
- მუხლი 43. 1. მონაწილე სახელმწიფოთა მიერ წინამდებარე კონვენციის შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში მიღწეული პროგრესის განხილვის მიზნით არსდება ბავშვის ულფებათა კომიტეტი, რომელიც ქვემოთ გათვალისწინებუ
- მუხლი 44. 1. მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მეშვეობით კომიტეტს წარუდგინონ მოხსენებები კონვენციით აღიარებული უფლებების დამკვიდრებისათვის მათ მ
- მუხლი 49. 1. წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მიდვნისათვის მეოცე სარატიფიკაციო სიგელის ან მიერთების შესახებ დოკუმენტის შესანახად ჩაბარების თარიღის შემდეგ ოცდამეაეთ
- მუხლი 50. 1. ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია შესთავაზოს შესწორება და წარუდგინოს იგი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს. შემდეგ გენერალური მდივანი შეთავაზებულ შესწორებას უგზავნის მონაწილე
- მუხლი 51. 1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი იღებს და ყველა სახელმწიფოს უგზავნის იმ პირობების ტექსტს, რომლებიც სახელმწიფოებმა დათქვეს რატიფიკაციის ან მიერთების მომენტში
- მუხლი 54. წინამდებარე კონვენციის ორიგინალი, რომლის ინგლისური, არაბული, ესპანური, რუსული და ფრანგული ტექსტები თანაბრად ავთენტიკურია, შესანახად ბარდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ“, მუხლი 45. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1399901/muxli-45/