2. კომიტეტის წევრები აირჩევიან ფარული კენჭისყრით მონაწილე სახელმწიფოთა მიერ დასახელებული პირთა სიიდან. თითოეულ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია დაასახელოს თავის მოქალაქე ერთი პირი.
3. პირველი არჩევნები ტარდება წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლიდან ექვსი თვის შემდეგ. თითოეული არჩევნების ჩატარებამდე სულ მცირე სამი თვით ადრე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი მონაწილე სახელმწიფოებს უგზავნის წერილს წინადადებით წარმოადგინონ თავიანთი კანდიდატურები ორი თვის ვადაში. გენერალური მდივანი ამზადებს ანბანური თანმიმდევრობით სიას, რომელშიც შეყვანილია ამგვარად დასახელებული პირების წარმდგენი მონაწილე სახელმწიფოების მითითებით და ამ სიას წარუდგენს მონაწილე სახელმწიფოებს.
4. კომიტეტის წევრთა არჩევნები ტარდება მონაწილე სახელმწიფოების შეხვედრაზე რომელსაც გენერალური მდივანი იწვევს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სათაო ოფისში. ამ შეხვედრაზე, სადაც მონაწილე სახელმწიფოთა ორი მესამედი შეადგენს კვორუმს, კომიტეტში არჩეულ პირებად ითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც ხმების უმეტესობას და დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე სახელმწიფოების წარმომადგენლების ხმათა აბსოლუტურ უმრავლესობას მიიღებენ.
5. კომიტეტის წევრები აირჩევიან ოთხი წლის ვადით. თუმცა, პირველ არჩევნებში არჩეული ცხრა წევრის უფლებამოსილების ვადა ორი წლის შემდეგ იწურება; პირველი არჩევნების ჩატარებისთანავე ამ ცხრა წევრს წილისყრით ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარე.
6. კომიტეტის ხუთ დამატებით წევრს ირჩევენ წინამდებარე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების დებულებათა შესაბამისად ოცდამეთხუთმეტე სახელმწიფოს მიერ კონვენციის რატიფიკაციის ან მასთან შეერთების შემდეგ. ამგვარად არჩეული ორი დამატებითი წევრის უფლებამოსილების ვადა იწურება ორი წლის გასვლის შემდეგ, ამ ორ წევრს წილისყრით ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარე.
7. გაუთვალისწინებელი ვაკანსიების შესავსებად მონაწილე სახელმწიფო, რომლის ექსპერტმაც შეწყვიტა ფუნქციონირება როგორც კომიტეტის წევრმა, კომიტეტის თანხმობით ნიშნავს თავის მოქალაქე სხვა ექსპერტს.
8. კომიტეტის წევრები იღებენ გენერალური ასამბლეის მიერ დამტკიცებულ ანაზღაურებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რესურსებიდან იმ წესებით და პირობებით, რომელსაც კომიტეტის მოვალეობათა მნიშვნელობის გათვალისწინებით ასამბლეა გადაწყვეტს.
9. კონვენციის გათვალისწინებული ფუნქციების ეფექტური განხორციელებისათვის. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი კომიტეტს უზრუნველყოფს აუცილებელ პერსონალითა და მატერიალური საშუალებები