2. კომიტეტის წევრები, ფარული კენჭისყრით, ირჩევიან სახელმწიფო მხარეების მიერ ნომინირებული პირების ნუსხიდან.

3. თავდაპირველი არჩვენები ტარდება კონვენციის ძალაში შესვლის თარიღიდან ექვსი თვის შემდეგ. თითოეული არჩვენების თარიღამდე სულ მცირე სამი თვით ადრე, გაეროს გენერალური მდივანი წერილით მიმართავს სახელმწიფო მხარეებს, თავიანთი კანდიდატურები წარმოადგინონ ორი თვის ვადაში. გენერალური მდივანი, ყველა ნომინირებულ პირთაგან, ანბანის წყობით ადგენს ნუსხას, სადაც მითითებულია ის სახელმწიფო მხარეები, რომელთაც წარადგინეს კანდიდატურები, და წარუდგენს მას სახელმწიფო მხარეებს.

4. კომიტეტის წევრთა არჩევნები ტარდება გაეროს შტაბ-ბინაში, გენერალური მდივნის მიერ მოწვეულ სახელმწიფო მხარეთა შეხვედრაზე. აღნიშნულ შეხვედრაზე, რომლის კვორუმსაც შეადგენს სახელმწიფო მხარეთა ორი მესამედი, კომიტეტში არჩეული პირები არიან ის კანდიდატები, რომლებმაც მიიღეს ხმათა უმრავლესობა და დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე სახელმწიფო მხარეთა წარმომადგენელთა ხმების სრული უმრავლესობა.

5. ა) კომიტეტის წევრები ირჩევიან ოთხი წლის ვადით. ამავდროულად, თავდაპირველი არჩევნების შედეგად არჩეული ცხრა წევრის ვადა იწურება ორ წელიწადში; თავდაპირველი არჩევნების ჩატარებისთანავე, აღნიშნული ცხრა წევრის სახელები ირჩევა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ ჩატარებული წილისყრით;

ბ) დროებითი ვაკანსიების შესავსებად, ის სახელმწიფო მხარე, რომლის ექსპერტმაც შეწყვიტა კომიტეტის წევრად ფუნქციონირება, საკუთარ მოქალაქეებს შორის ნიშნავს ახალ ექსპერტს, რაც ექვემდებარება კომიტეტის დასტურს.

6. სახელმწიფო მხარეები პასუხისმგებელნი არიან კომიტეტის წევრთა ხარჯებზე, მათ მიერ თავიანთ საკომიტეტო მოვალეობათა შესრულებისა