მუხლი 6🔗
სახელმწიფო მხარეები მათი იურისდიქციის ფარგლებში, კომპეტენტური ეროვნული სასამართლოებისა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებათა მეშვეობით, რასობრივი დისკრიმინაციის ნებისმიერ აქტთან მიმართებით, რომელიც წინამდებარე კონვენციის საწინააღმდეგოდ არღვევს ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, ყველას უზრუნველყოფენ ეფექტიანი დაცვითა და სამართლებრივი საშუალებებით, ისევე როგორც უფლებით, აღნიშნული სასამართლოებისგან მოიპოვონ სამართლიანი და ადეკვატური კომპენსაცია ან მოთხოვნის დაკმაყოფილება იმ ნებისმიერი ზიანისთვის, რომელიც მათ ამგვარი დისკრიმინაციის შედეგად მიადგა