2. თუ ორმხრივი მოლაპარაკებების ან მათთვის ხელმისაწვდომი ნებისმიერი სხვა პროცედურის მეშვეობით, საკითხი არ გადაწყდება ორივე მხარის სურვილისამებრ, მიმღები სახელმწიფოს მიერ პირველადი შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის ვადაში, ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს უფლება, საკითხი კვლავ გადასცეს კომიტეტს მისთვის და ასევე მეორე სახელმწიფოსთვის შეტყობინების გაგზავნის გზით.

3. კომიტეტი, წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მისთვის გადაცემულ საკითხს მას შემდეგ აგვარებს, რაც ასკვნის, რომ საქმესთან დაკავშირებით, ყველა შესაძლო შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმი გამოყენებული და ამოწურულია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად. აღნიშნული წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როდესაც ამგვარი მექანიზმების გამოყენება არაგონივრულად ხანგრძლივდება.

4. მისთვის გადაცემულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, კომიტეტს შეუძლია დაინტერესებულ სახელმწიფო მხარეებს მოსთხოვოს სხვა შესაბამისი ინფორმაციის მოწოდება.

5. როდესაც წინამდებარე მუხლის მიხედვით წარმოშობილი ნებისმიერი საკითხი კომიტეტის მიერ განიხილება, დაინტერესებულ სახელმწიფოებს აქვთ უფლება კომიტეტში მიმდინარე პროცედურებში მონაწილეობის მიღების მიზნით, ხმის მიცემის უფლების გარეშე, საქმის განხილვის განმავლობაში მიავლინონ წარმომადგენლებ