– დაავადების ხასიათს და მის ტერიტორიაზე მისი წარმოქმნის ისტორიას;

– მეთვალყურეობის ფარგლებში ჩატარებული ტესტების შედეგები, რომლებიც ეყრდნობა სეროლოგიურ, მიკრობიოლოგიურ, პათოლოგიურ ან ეპიდემიოლოგიურ გამოკვლევებს;

– პერიოდი, რომლის განმავლობაშიც აღნიშნული დაავადება ექვემდებარებოდა შესაბამის კომპეტენტური ორგანოსთვის შეტყობინებას;

– მეთვალყურეობის პერიოდის ხანგრძლივობა;

– შესაბამის შემთხვევაში, დროის მონაკვეთი, როდესაც აიკრძალა დაავადებების წინააღმდეგ ვაქცინაცია და გეოგრაფიული არეალი, რომელზეც გავრცელდა აღნიშნული აკრძალვა;

– ღონისძიებები, რომელთა საფუძველზეც დასტურდება დაავადების არარსებობა.

2. კომისია, პირველი აბზაცით გათვალისწინებული დასაბუთებების შესწავლის შემდეგ მუდმივმოქმედ ვეტერინარულ კომისიას წარუდგენს გადაწყვეტილებას წევრი სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი გეგმის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ. გეგმის მიღების შემთხვევაში, 26-ე მუხლის შესაბამისად უნდა განისაზღვროს ზოგადი ან კონკრეტული დამატებითი გარანტიები, რომლებიც შეიძლება იქნეს მოთხოვნილი ვაჭრობისთვის. აღნიშნული გარანტიები არ უნდა სცილდებოდეს იმ გარანტიების საზღვრებს, რომელსაც ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფო ეროვნულ დონეზე იყენებს.

გადაწყვეტილების მიღებამდე, დაინტერესებულ წევრ სახელმწიფოს შეუძლია საკუთარ სავაჭრო ურთიერთობებში იმ შესაბამისი მოთხოვნებით იხელმძღვანელოს, რომლებიც მისი სტატუსის შენარჩუნებისთვისაა აუცილებელი.

3. შესაბამისი წევრი სახელმწიფო კომისიას აცნობებს პირველი აბზაცით განსაზღვრულ მონაცემებში ნებისმიერი ცვლილების შესახებ. ასეთი შეტყობინების საფუძველზე, მე-2 აბზაცის შესაბამისად დადგენილი გარანტიები შეიძლება შეიცვალოს ან გაუქმდეს 26-ე მუხლით დადგენილი წესით.

თავი III

გაერთიანებაში იმპორტთან დაკავშირებული დებულებე