2. (a) ნებართვის მისაღებად, ორგანოებმა, ინსტიტუტებმა ან ცენტრებმა, შეტყობინებას დაქვემდებარებულ დაავადებებთან დაკავშირებით ევროპის კავშირის შესაბამისი წევრი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს უნდა წარუდგინონ ყველა დამადასტურებელი დოკუმენტი C დანართში მოცემული მოთხოვნების შესაბამისად;
(b) ნებართვის ან ხელახალი ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით დოკუმენტების მიღების შემდეგ, შესაბამისი კომპეტენტური ორგანო დოკუმენტებს ამოწმებს მათში მითითებული მონაცემების ფარგლებში და, საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე ჩატარებული ტესტების შედეგების ფარგლებში;
(c) შესაბამისი კომპეტენტური ორგანო ნებართვის ჩამორთმევას ახორციელებს C დანართის მე-3 პუნქტის შესაბამისად;
(d) თითოეული წევრი სახელმწიფო კომისიას უგზავნის ლიცენზირებული ორგანოების, ინსტიტუტებისა და ცენტრების ლიას, მასში შეტანილი შესაბამისი ცვლილებებით. კომისია აღნიშნულ ინფორმაციას გადაუგზავნის სხვა წევრ სახელმწიფოებ