(a) ისინი უნდა მომდინარეობდნენ იმ ადგილებიდან, სადაც არ არის დაწესებული აკრძალვა ფუტკრის ამერიკული სიდამპლის გაჩენის გამო.
აკრძალვის ვადა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 30 დღეს ბოლო შემთხვევის დადგენიდან იმ დრომდე, როდესაც 3 კმ-ის რადიუსში ყველა ფუტკრის სკა შემოწმდა შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ და განხორციელდა ყველა დაავადებული სკის დაწვა ან მკურნალობა, ასევე შემოწმება შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მოთხოვნების შესაბამისად.
26-ე მუხლით დადგენილი წესითა და სამეცნიერო ვეტერინარულ კომიტეტთან კონსულტაციის შემდეგ, ფუტკრებთან (Apis melifera) დაკავშირებით არსებული მოთხოვნები ან ეკვივალენტური მოთხოვნები შესაძლებელია გავრცელდეს ბაზაზეც.
(b) ფუტკრებს თან ახლავს E დანართში მოცემული ნიმუშის მიხედვით შედგენილი სამედიცინო ცნობა, რომელშიც დეკლარაცია შევსებულია შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ, რომელიც ადასტურებს (a) პუნქტში მითითებული მოთხოვნების შესრულება