(a) „ვაჭრობა“ ნიშნავს ვაჭრობას დირექტივის 90/425/EEC მე-2(3) მუხლით განსაზღვრული მნიშვნელობით;

(b) „ცხოველები“ ნიშნავს ცხოველთა სახეობების ეგზემპლარებს, გარდა დირექტივებით 64/432/EEC, 90/426/EEC9, 90/539/EEC10, 91/67/EEC11, 91/68/EEC12, 91/492/EEC13, და 91/493/EEC14 გათვალისწინებული სახეობებისა;

(c) „აღიარებული ორგანო, ინსტიტუტი ან ცენტრი“ ნიშნავს ნებისმიერ მუდმივ, გეოგრაფიულად შეზღუდულ და მე-13 მუხლის შესაბამისად ნებადართულ უწყებას, რომელშიც ჩვეულებრივ ხდება ცხოველთა ერთი ან რამდენიმე სახეობის, კომერციული ან არაკომერციული მიზნებით და მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილი ერთი ან რამდენიმე მიზნით ყოლა ან მოშენება:

– ცხოველების დემონსტრირება და მოსახლეობის განათლება;

– სახეობათა დაცვა;

– ფუნდამენტალური ან გამოყენებითი მეცნიერული კვლევა ან ცხოველთა მოშენება აღნიშნული კვლევის მიზნით;

(d) „შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადებები“ ნიშნავს A დანართში ჩამოთვლილ დაავადებებს.

2. ამასთანავე, დირექტივების 64/432/EEC, 91/67/EEC და 90/539/EEC მე-2 მუხლით განსაზღვრული განმარტებები, გარდა აღიარებული ცენტრებისა და ორგანოების შესახებ განმარტებებისა, გამოიყენება შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით

თავი II

ვაჭრობასთან დაკავშირებული დებულებე