1. ზოგადად:

(a) იდენტიფიცირებული უნდა იყვნენ დირექტივის 90/425/EEC მე-3(1)(с) მუხლის შესაბამისად;

(b) არ უნდა წარმოადგენდნენ ინფექციური დაავადების აღმოფხვრის მიზნით განხორციელებული პროგრამის ფარგლებში დაკვლის საგანს;

(c) არ უნდა იყვნენ აცრილი თურქულზე და უნდა აკმაყოფილებდნენ დირექტივის 85/511/EEC შესაბამის მოთხოვნებს და დირექტივის 64/432/EEC მე-4(a) მუხლის მოთხოვნებს;

(d) უნდა იყოს წარმოშობილი დირექტივის 64/432/EEC მე-3(2)(b) და (c) მუხლში მითითებული სადგომიდან, რომლშიც არ გატარებულა ვეტერინარული ღონისძიებები, კერძოდ დირექტივებით 85/511/EEC, 80/217/EEC15 და 91/68/EEC განსაზღვრული ღონისძიებები და რომელშიც ცხოველები ცხოვრობდნენ მათი დაბადებიდან ან გამოგზავნამდე ბოლო 30 დღის განმავლობაში;

(e) იმპორტის შემთხვევაში:

– უნდა მომდინარეობდეს იმ მესამე მსოფლიოს ქვეყნიდან, რომელიც მითითებულია სვეტში „სხვა ჩლიქოსნები“, რომელიც ექვემდებარება დირექტივის 72/462/EEC16 მე-3 მუხლის შესაბამისად შედგენილ სიაში ჩართვას,– უნდა აკმაყოფილებდეს კონკრეტულ ვეტერინარულ პირობებს, რომელთა დადგენაც უნდა მოხდეს 26-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად და რომლებიც, როგორც მინიმუმ, ეკვივალენტური იქნება წინამდებარე მუხლის მოთხოვნებისა;

(f) უნდა ერთოდეს E დანართში მითითებული ნიმუშის შესაბამისი ცნობა, რომელიც შეიცავს შემდეგი სახის დეკლარაციას:

დეკლარაცია

მე, ქვემორე ხელის მომწერი (სახელმწიფო ვეტერინარი) ვადასტურებ, რომ ის მცოხნელი/მცოხნელები(a) ან/და ის ღორი/ღორები(a), რომლებიც არ არის გათვალისწინებული დირექტივაში N 64/432/EEC

i. ---------------------------- სახეობას განეკუთვნება/განეკუთვნებიან(a);

ii. გამოკვლევის მომენტისთვის სახეზეა/არ არის სახეზე იმ დაავადების კლინიკური ნიშნები, რომელთა მიმართაც ის/ისინი(a) სენსიტიური არის/არიან(a);

iii. მომდინარეობს/მომდინარეობენ(a) ოფიციალურად აღიარებული ტუბერკულოზისგან(a) და ბრუცელოზისგან(a) თავისუფალი ჯოგიდან(a) ან სადგომიდან(a), რომელშიც არ დაწესებულა ღორის ჭირთან დაკავშირებული შეზღუდვები ან სადგომიდან რომელშიც(a) მათ უარყოფითი შედეგი აჩვენეს დირექტივის 92/65/EEC მე-6(2)(a)(ii) მუხლით დადგენილი ტესტირებისას(a).

-------------

(a) ამოიღეთ საჭიროების შესაბამისად.

2. მცოხნელების შემთხვევაში:

(a) ისინი უნდა მომდინარეობდნენ იმ ჯოგიდან, რომელიც დირექტივის 64/432/EEC ან დირექტივის 91/68/EEC შესაბამისად ოფიციალურად აღიარებულია როგორც ტუბერკულოზის და ბრუცელოზისგან თავისუფალ ჯოგად, და ვეტერინარულ წესებთან მიმართებაში უნდა აკმაყოფილებდეს დირექტივის 91/68/EEC მე-3(2)(c),(d),(f),(g) და (h) მუხლითა და დირექტივით 64/432/EEC ან დირექტივის 91/68/EEC მე-3 მუხლით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს;

(b) იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ არიან იმ ჯოგიდან, რომელიც აკმაყოფილებს (a) პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მაშინ ისინი უნდა მომდინარეობდნენ იმ სადგომიდან, რომელშიც, ცხოველების დატვირთვამდე 42 დღის განმავლობაში არ დაფიქსირებულა ბრუცელოზის ან ტუბერკულოზის არცერთი შემთხვევა და რომლებშიც მცოხნელებს მათ, გამოგზავნამდე 30 დღის განმავლობაში აჩვენეს უარყოფითი შედეგი:

– ტუბერკულოზზე რეაქციის ტესტზე და

– ბრუცელოზის ანტისხეულების გამოსავლენ ტესტზე.

ამ ტესტებთან და აღნიშნული სადგომების ტუბერკულოზისა და ბრუცელოზის სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებული მოთხოვნები უნდა დადგინდეს წინამდებარე დირექტივის 26-ე მუხლის შესაბამისად.

წინა აბზაცით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღებამდე ძალაში რჩება ეროვნული წესები, განსაკუთრებით ტუბერკულოზთან მიმართებაში;

3. ღორების შემთხვევაში:

(a) ისინი არ უნდა მომდინარეობდნენ იმ ადგილიდან, სადაც დირექტივის 64/432/EEC მე-9a ამ მუხლის თანახმად დაწესებულია ამკრძალავი ღონისძიებები აფრიკულ ღორის ჭირთან დაკავშირებით;

(b) უნდა მომდინარეობდნენ იმ სადგომიდან, რომელშიც კლასიკურ ღორის ჭირთან დაკავშირებით არ არის შემოღებული დირექტივით 80/217/EEC გათვალისწინებულ შეზღუდვები;

(c) ისინი უნდა მომდინარეობდნენ ბრუცელოზისაგან თავისუფალი სადგომიდან დირექტივის 64/432/EEC შესაბამისად და უნდა აკმაყოფილებდნენ დირექტივით 64/432/EEC ღორებისთვის დადგენილ ვეტერინარულ მოთხოვნებს;

(d) თუ ისინი არ მომდინარეობენ იმგვარი ჯოგიდან, რომელიც (c) პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მაშინ საჭიროა, რომ მათ გამოგზავნამდე 30 დღის განმავლობაში ბრუცელოზის ანტისხეულებზე ჩატარებულ ტესტებში ნეგატიური შედეგი იყოს დაფიქსირებული.

4. წინამდებარე მუხლში ტესტირებასთან დაკავშირებით დასახელებული მოთხოვნები და შესაბამისი კრიტერიუმები შეიძლება განისაზღვროს 26-ე მუხლით დადგენილი წესით. ასეთი გადაწყვეტილებები უნდა ითვალისწინებდეს ევროპის კავშირის არქტიკულ რეგიონებში მოშენებულ მცოხნელებს.

წინა ქვეაბზაცის შესაბამისად გადაწყვეტილებების მიღებამდე, ძალაში რჩება ცალკეულ ეროვნული წესები.

B. დირექტივაში 64/432/EEC შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2(b) და (c) მუხლში „მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის“ ნაცვლად წაიკითხე „მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სახეობის ცხოველები (მათ შორის Bubalus bubalus)“;

2. დაემატოს შემდეგი მუხლი:

„მუხლი 10a

მე-12 მუხლით დადგენილი წესით შესაძლებელია, იმ სამედიცინო ცნობებში ცვლილებების ან დამატებების შეტანა, რომელთა ნიმუშებიც მოცემულია F დანართში, რათა გათვალისწინებული იქნეს დირექტივის 92/65/EEC მე-6 მუხლის მოთხოვნებ