2. იმისათვის, რომ კატები და ძაღლები ვაჭრობის საგანი გახდნენ, გარდა წევრ სახელმწიფოებს შორის მე-3 აბზაცით გათვალისწინებული ვაჭრობისა, ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:
(a) სამ თვეზე დიდი ასაკის ცხოველებს:
– არ უნდა ჰქონდეთ დაავადების ნიშნები, განსაკუთრებით მათი სახეობისთვის დამახასიათებელი გადამდები დაავადებების ნიშნები, სადგომიდან მათი გაყვანის დღეს;
– უნდა ჰქონდეთ ტატუირება ან მიკროჩიპის იდენტიფიკაციის სისტემა განთავსებული იმ დეტალური წესების შესაბამისად, რომელთა დადგენაც უნდა მოხდეს 26-ე მუხლით გათვალისწინებული წესით;
– უნდა ჰქონდეთ სამი თვის ასაკის შემდეგ ცოფზე აცრა ჩატარებული ყოველწლიური განმეორებითი ვაქცინაციით (ბუსტერით), ან აღნიშნული ვაქცინისთვის გამგზავნი წევრი სახელმწიფოს მიერ დაშვებული ინტერვალებით, დეაქტივირებული ვაქცინის სულ მცირე ერთი საერთაშორისო ანტიგენური ერთეულის (მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტი) ინექციით, რომელიც იზომება აქტივობაზე ტესტით ევროპული ფარმაკოპეას მიერ აღწერილი მეთოდით და რომელიც აღიარებულია 26-ე მუხლით დადგენილი წესით;
ვაქცინაცია უნდა იყოს სერტიფიცირებული სახელმწიფო ვეტერინარის მიერ ან ცხოველის წარმოშობის სადგომზე პასუხისმგებელი ვეტერინარის მიერ, რომელსაც აღნიშნული უფლებამოსილება მინიჭებული აქვს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ. ვაქცინაციის სერტიფიკატზე აღნიშნული უნდა იყოს ვაქცინის დასახელება და პარტიის ნომერი (შესაძლებლობის შემთხვევაში, თვითწებვადი ეტიკეტი):
– ძაღლები უნდა იყვნენ ვაქცინირებული ძაღლის ჭირზე;
– თან უნდა ახლდეთ ინდივიდუალური პასპორტი, რომელიც ცხოველის ცალსახა იდენტიფიკაციის საშუალებას იძლევა და რომელშიც მითითებულია ვაქცინაციის თარიღი ან/და E დანართში მოცემული ნიმუშის შესაბამისად შედგენილი ცნობა, რომელსაც ერთვის შემდეგი დეკლარაცია, რომელიც შევსებული უნდა იყოს სახელმწიფო ვეტერინარის მიერ ან ცხოველის წარმოშობის სადგომზე პასუხისმგებელი ვეტერინარის მიერ, რომელსაც აღნიშნული უფლებამოსილება მინიჭებული აქვს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ:
„მე, ქვემორე ხელისმომწერი, ვადასტურებ, რომ ცნობაში მითითებული კატები/ძაღლები აკმაყოფილებენ დირექტივის 92/65/EEC(a) მე-10(2)(a),(b) და (3)(b) მუხლის მოთხოვნებს და წარმოშობილია ისეთი სადგომიდან, სადაც ბოლო 6 თვის მანძილზე არ დაფიქსირებულა ცოფის შემთხვევა.
(a) ამოიღეთ საჭიროების შემთხვევაში
(b) სამ თვეზე ნაკლები ასაკის ცხოველები:
– უნდა აკმაყოფილებდნენ (a) პუნქტის პირველი და მეხუთე აბზაცების მოთხოვნებს;
– არ უნდა იყვნენ წარმოშობილი ისეთი სადგომიდან, რომელსაც ცხოველთა გადაადგილების კუთხით შეზღუდვები დაუწესდა ცხოველთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო;
– უნდა იყვნენ წარმოშობის სადგომში დაბადებულნი და დაბადების შემდეგ უნდა იყვნენ დამწყვდეულნი.
3. 1994 წლის 1 ივლისიდან, მე-2 აბზაციდან გამონაკლისის დაშვებით, უცხო ქვეყნის წარმოშობის კატებისა და ძაღლების გაერთიანებული სამეფოსა და ირლანდიის ბაზრებზე შეტანა ექვემდებარება შემდეგ პირობებს:
(a) ზოგადად, კატები და ძაღლები
i. წარმოშობილი უნდა იყვნენ რეგისტრირებული სადგომიდან, რომლის რეგისტრაციაც კომპეტენტურმა ორგანომ უნდა შეაჩეროს იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული სადგომი მე-4 მუხლის მოთხოვნებს აღარ აკმაყოფილებს;
ii. არ უნდა აჩვენებდნენ გადამდები დაავადების ნიშნებს შესაბამისი სადგომიდან მათი გაგზავნის დღეს;
iii. უნდა ატარებდნენ იდენტიფიკაციის სისტემას იმ დეტალური წესების შესაბამისად, რომლებიც უნდა დადგინდეს 26-ე მუხლით განსაზღვრული წესით;
iv. უნდა იყვნენ დაბადებულნი სადგომში და უნდა იყვნენ დამწყვდეულნი ამ სადგომში დაბადებიდან, იმგვარად, რომ შეხება არ ჰქონდეთ ცოფისადმი მიდრეკილ გარეულ ცხოველებთან;
v. ძაღლების შემთხვევაში, უნდა იყვნენ აცრილი ძაღლის ჭირზე;
vi. ტრანსპორტირებული უნდა იქნეს გამგზავნი წევრი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ აღნიშნული მიზნებისთვის აღიარებული სატრანსპორტო საშუალებით;
vii. უნდა ფლობდნენ ინდივიდუალური ვაქცინაციების ჩანაწერებს, რომლებიც ცხოველისა და მისი წარმოშობის ცალსახა იდენტიფიკაციის საშუალებას იძლევა და რომელშიც მითითებულია ვაქცინაციის თარიღები, ასევე უნდა ფლობდნენ 26-ე მუხლით განსაზღვრული წესით შესამუშავებელი ნიმუშის შესაბამისად გაცემულ ცნობას, რომელიც შევსებულია ოფიციალური ვეტერინარის მიერ ან ცხოველის წარმოშობის სადგომზე პასუხისმგებელი ვეტერინარის მიერ, რომელსაც აღნიშნული ძალაუფლება შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ აქვს მინიჭებული;
(b) ასევე:
i. უნდა ჰქონდეთ სამი თვის ასაკის შემდეგ და გაგზავნამდე სულ მცირე ექვსი თვის თავზე ცოფზე აცრა ჩატარებული, ყოველწლიური ვაქცინაციით (ბუსტერით), ან აღნიშნული ვაქცინისთვის გამგზავნი წევრი სახელმწიფოს მიერ დაშვებული ინტერვალებით, დეაქტივირებული ვაქცინის სულ მცირე ერთი საერთაშორისო ანტიგენური ერთეულის (ჯმო-ს სტანდარტი) ინექციით, რომელიც იზომება აქტივობაზე ტესტით ევროპული ფარმაკოპეას მიერ აღწერილი მეთოდით და რომელიც აღიარებულია 26-ე მუხლით დადგენილი წესით.
ვაქცინაცია უნდა იყოს სერტიფიცირებული სახელმწიფო ვეტერინარის მიერ ან ცხოველის წარმოშობის სადგომზე პასუხისმგებელი ვეტერინარის მიერ, რომელსაც აღნიშნული უფლებამოსილება მინიჭებული აქვს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ. ვაქცინაციის სერტიფიკატზე აღნიშნული უნდა იყოს ვაქცინის დასახელება და პარტიის ნომერი (შესაძლებლობის შემთხვევაში, თვითწებვადი ეტიკეტი).
ამასთანავე, ვაქცინაციის შემდგომ ჩატარებული უნდა ჰქონდეთ სეროლოგიური ტესტი, რომელშიც დამცავი ანტისხეულის ტიტრი შეადგენს სულ მცირე 0.5 საერთაშორისო ერთეულს; აღნიშნული სეროლოგიური ტესტი უნდა ჩატარდეს ჯმო-ის სპეციფიკაციების მიხედვით. თუ ტესტი ტარდება პირველი ვაქცინაციის შემდეგ, იგი უნდა ჩატარდეს ვაქცინაციიდან ერთიდან სამ თვემდე პერიოდში;
ii. იმ შემთხვევაში, თუ არ დაკმაყოფილდა (i) პუნქტში მითითებული პირობები, ცხოველები ზედამხედველობის ქვეშ უნდა გადაიგზავნოს მიმღები წევრი სახელმწიფოს მიერ აღიარებულ საკარანტინო სადგურში, რათა გაიარონ 6-თვიანი კარანტინი.
1994 წლის 1 ივლისამდე, ძალაში რჩება ცოფთან დაკავშირებული ეროვნული რეგულაციები, თუმცა აღნიშნული რეგულაციების შენარჩუნებამ გავლენა არ უნდა მოახდინოს წევრ სახელმწიფოებს შორის საზღვრებზე ვეტერინარული შემოწმებების გაუქმებაზე.
4. ირლანდია და გაერთიანებული სამეფო, მე-2 და მე-3 აბზაცების მოთხოვნების დარღვევის გარეშე, უფლებამოსილნი არიან შეინარჩუნონ კარანტინთან დაკავშირებული ეროვნული რეგულაციები ყველა იმ ხორცისმჭამელის, პრიმატის, ღამურის და ცოფისადმი მგრძნობიარე სხვა ცხოველების მიმართ, რომელთა შემთხვევაშიც ვერ დასტურდება წარმოშობის სადგომში დაბადება და დაბადებიდან ამ სადგომში დამწყვდეული ყოფნა, თუმცა აღნიშნულით საფრთხე არ უნდა შეექმნას წევრ სახელმწიფოებს შორის საზღვრებზე ვეტერინარული შემოწმებების გაუქმებას.
5. გადაწყვეტილება 90/638/EEC შეიცვალოს შემდეგნაირად:
1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი აბზაცი:
„- ცოფის კონტროლის პროგრამების შემთხვევაში: III დანართით გათვალისწინებული კრიტერიუმები.”
2. დაემატოს შემდეგი დანართი:
„დანართი III
ცოფის კონტროლის პროგრამების კრიტერიუმები
ცოფის კონტროლის პროგრამების კრიტერიუმები, როგორც მინიმუმ, უნდა მოიცავდეს შემდეგს:
(a) I დანართის 1-ლ-მე-7 პუნქტებში დასახელებული კრიტერიუმები;
(b) დაწვრილებითი ინფორმაცია იმ რეგიონის ან რეგიონების შესახებ, რომლებშიც უნდა ჩატარდეს მელიების ორალური იმუნიზაცია, ასევე ინფორმაცია მათი ბუნებრივი საზღვრების შესახებ. აღნიშნული რეგიონები უნდა მოიცავდეს სულ მცირე 6000 კმ2-ს ან ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოს მთელ ტერიტორიას და შესაძლებელია მოიცავდეს მესამე მსოფლიოს ქვეყნების მომიჯნავე ტერიტორიებს;
(c) დაწვრილებითი ინფორმაცია შემოთავაზებული ვაქცინების შესახებ, განაწილების სისტემის შესახებ, სატყუარების განთავსების სიმჭიდროვისა და სიხშირის შესახებ;
(d) შესაბამის შემთხვევაში, ყველა მონაცემი, ღირებულება და დანიშნულება იმ სქემებისა, რომლებსაც ფლორისა და ფაუნის შენარჩუნებისა და დაცვის მიზნით იყენებენ ნებაყოფლობითი ორგანიზაციები აღნიშნული პროექტებით გათვალისწინებული ტერიტორიების ფარგლებში.“.
6. საბჭო, კომისიის წინადადების საფუძველზე, კვალიფიცირებული უმრავლესობით ნიშნავს სპეციალურ ინსტიტუტს სეროლოგიური ტესტებისათვის საჭირო კრიტერიუმების სტანდარტიზაციის მიზნით და განსაზღვრავს მის პასუხისგებლობებს.
7. ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ სეროლოგიურ ტესტებთან დაკავშირებული ხარჯები დაეკისროთ იმპორტიორებს.
8. აღნიშნული მუხლი და კერძოდ მე-3(b) აბზაცით გათვალისწინებული სერლოგიური ტესტების გამოყენება, გადაისინჯება 1997 წლის 1 იანვრამდე წევრ სახელმწიფოებში ცოფთან დაკავშირებული სიტუაციის გათვალისწინები