– რეგულარულად გამოიკვლევენ მათთან მცხოვრებ ცხოველებს დირექტივის 90/425/EEC მე-3(3) მუხლის შესაბამისად;
– შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადებების გაჩენის შესახებ ინფორმაციის გარდა, ისინი კომპეტენტურ ორგანოს ასევე მიაწვდიან ინფორმაციას B დანართით გათვალისწინებული დაავადებების გაჩენის შესახებაც, რომელთათვისაც შესაბამის წევრ სახელმწიფოს შემუშავებული აქვს დაავადების კონტროლის ან მონიტორინგის პროგრამა;
– დაიცვან დაავადების კონტროლის მიზნით შემუშავებული ეროვნული სპეციალური ზომები, რომლებსაც მოცემული წევრი სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და რომლებიც მოქცეულია იმ პროგრამის ფარგლებში, რომელიც შემუშავდა მე-14 მუხლის შესაბამისად ან მე-15(2) მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების საფუძველზე;
– სავაჭრო მიზნით ბაზარზე განათავსონ მხოლოდ ისეთი ცხოველები, რომელთაც არ აღენიშნებათ დაავადების არანაირი ნიშანი და რომლებიც წარმოშობილია იმ სადგომიდან ან რაიონებიდან, სადაც არ დაწესებულა აკრძალვა ცხოველთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით, ხოლო იმ ცხოველების შემთხვევაში, რომელთაც მე-5-11 მუხლებით გათვალისწინებული სამედიცინო ცნობა ან სავაჭრო დოკუმენტი არ ახლავთ თან, მხოლოდ ისეთი ცხოველები, რომელთაც თან ახლავთ ბიზნეს ოპერატორის მიერ გაცემული დამოუკიდებელი სერტიფიკატი, რომელშიც მითითებულია, რომ შესაბამის ცხოველს გაგზავნის მომენტისათვის არ აღენიშნებოდა დაავადების არანაირი ხილული ნიშანი და რომ მისი სადგომის მიმართ არ დაწესებულა რაიმე სახის ვეტერინარული შეზღუდვები;
– აკმაყოფილებდნენ მოთხოვნებს, რომლებიც უზრუნველყოფს სადგომში არსებული ცხოველების კეთილდღეობა