2. დირექტივის 90/425/EEC მე-10 მუხლი გამოიყენება წინამდებარე დირექტივით გათვალისწინებულ ცხოველებთან, სპერმასთან, კვერცხუჯრედებთან და ემბრიონებთან მიმართებაში.
3. სავაჭრო მიზნებიდან გამომდინარე, დირექტივის 90/425/EEC მე-12 მუხლი ვრცელდება დილერებზე, რომლებიც მუდმივად ან დროებით ინახავენ მე-7, მე-9 და მე-10 მუხლებით გათვალისწინებულ ცხოველებს.
4. დანიშნულების ადგილის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, დირექტივის 90/425/EEC მე-4(2) მუხლით გათვალისწინებული წესით, იმ ცხოველების, სპერმის, კვერცხუჯრედებისა და ემბრიონების შემთხვევაში, რომელთაც წინამდებარე დირექტივის თანახმად თან ახლავთ სამედიცინო ცნობა, ხორციელდება „ანიმო“ სისტემის მეშვეობით.
5. წინამდებარე დირექტივის სპეციფიკური ინსტრუქციების დარღვევის გარეშე, შესაბამისი კომპეტენტური ორგანო წინამდებარე დირექტივის დარღვევის ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ან პირველ მუხლში დასახელებული ცხოველების ჯანმრთელობაში ან სპერმის, კვერცხუჯრედებისა და ემბრიონების ხარისხში ეჭვის შეტანისას, ახორციელებს ნებისმიერ შემოწმებას თავისი შეხედულებისამებრ.
6. ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოები იღებენ შესაბამის ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ ზომებს, რათა დასაჯონ წინამდებარე დირექტივის ნებისმიერი დარღვევა, კერძოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დადგინდება, რომ გაცემული დოკუმენტები ან ცნობები არ შეესაბამება პირველ მუხლში დასახელებული ცხოველების ფაქტობრივი მდგომარეობას, ასევე როდესაც შესაბამისი ცხოველების ან სპერმის, კვერცხუჯრედებისა და ემბრიონების მარკირებები წინამდებარე დირექტივას არ შეესაბამება ან როდესაც შესაბამის ცხოველებზე ან ნაწარმზე არ განხორციელებულა წინამდებარე დირექტივით განსაზღვრული შემოწმებებ