– მათ თან ახლავს სახელმწიფო ვეტერინარის მიერ გაცემული ცნობა.
ცნობის ნიმუში ცალკეული სახეობისათვის განისაზღვრება 26-ე მუხლით დადგენილი წესით;
– მათ გაიარეს დირექტივებით 90/675/EEC და 91/496/EEC20 გათვალისწინებული შემოწმებები;
– მათ, გაერთიანებაში გამოგზავნამდე, გაიარეს სახელმწიფო ვეტერინარის შემოწმება, რათა უზრუნველყოფილი იყოს დირექტივით 91/628/EEC21 გათვალისწინებული ტრანსპორტირების პირობების დაცვა, კერძოდ წყლითა და საკვებით მომარაგებასთან დაკავშირებით;
– ისინი, მე-5-10 მუხლებით გათვალისწინებული ცხოველების შემთხვევაში, ბაზარზე განთავსებამდე კარანტინში მოათავსეს იმ დეტალური წესების თანახმად, რომლებიც უნდა განისაზღვროს 26-ე მუხლით დადგენილი წესით.
2. წინამდებარე მუხლისათვის კონკრეტული წესების განსაზღვრამდე, ძალაში რჩება ის ეროვნული წესები, რომლებიც გამოიყენება ისეთი მესამე მსოფლიოს ქვეყნებიდან იმპორტისთვის, რომლებისთვისაც ასეთი მოთხოვნები არ ყოფილა მიღებული გაერთიანების დონეზე, იმ პირობით, რომ ისინი უფრო ხელსაყრელი არაა, ვიდრე II თავით განსაზღვრული წესებ