– მის ტერიტორიაზე დაავადებების გავრცელება;
– ექვემდებარება თუ არა დაავადება შეტყობინებას;
– პროგრამის მიღების დასაბუთება, მისი რენტაბელობისა და დაავადების მნიშვნელობის გათვალისწინებით;
– პროგრამის გამოყენების გეოგრაფიული არეალი;
– დაწესებულებათა მიმართ გამოყენებული სტატუსების კატეგორიები, ასევე ცხოველების თითოეული სახეობისთვის მოთხოვნები სადგომში მათი მიღების დროს და გამოყენებული ტესტირების პროცედურები;
– პროგრამის განხორციელების მონიტორინგთან დაკავშირებული პროცედურები, მათ შორის, კონტროლისა და მონიტორინგის პროგრამის განხორციელებისას მეცხოველეთა ჩართულობის ხარისხი;
– ქმედებები, რომლებიც განხორციელებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ სადგომი ნებისმიერი მიზეზით დაკარგავს თავის სტატუსს;
– ღონისძიებები, რომლებიც განხორციელდება თუ პროგრამის შესაბამისად განხორციელებული ტესტები დადებით შედეგს აჩვენებს;
– ვაჭრობის არადისკრიმინაციული ხასიათი შესაბამის წევრ სახელმწიფოში გაერთიანების ფარგლებში ვაჭრობასთან მიმართებაში.
2. კომისია შეისწავლის ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ მოწოდებულ პროგრამებს. პროგრამებთან დაკავშირებით ნებართვა შესაძლებელია გაიცეს 26-ე მუხლით დადგენილი წესით, პირველ აბზაცში დასახელებული კრიტერიუმების შესაბამისად. იმავე პროცედურის ფარგლებში, იმავდროულად ან პროგრამების წარდგენიდან არაუგვიანეს სამი თვისა, განისაზღვრება ზოგადი ან შეზღუდული დამატებითი გარანტიები, რომლებიც შეიძლება იქნეს მოთხოვნილი ვაჭრობისთვის. აღნიშნული გარანტიები არ უნდა სცილდებოდეს იმ გარანტიების საზღვრებს, რომელსაც ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფო ეროვნულ დონეზე იყენებს.
3. ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ წარმოდგენილი პროგრამებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია 26-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. იგივე წესების ფარგლებში შეიძლება ასევე შეიცვალოს მე-2 აბზაცით გათვალისწინებული გარანტიებ