მუხლი 18. ცხოველების, მეცხოველეობის და მემცენარეობის ნაწარმის (პროდუქციის) დაცვა
თავი VI — ცხოველების, მეცხოველეობის და მემცენარეობის ნაწარმის (პროდუქციის) დაცვა
1. ღონისძიებანი სასოფლო-სამეურნეო ცხოველების და მცენარეების რადიოაქტიური, ქიმიური და ბიოლოგიური (ბაქტერიოლოგიური) საშუალებების ზემოქმედებისაგან დაცვის უზრუნველსაყოფად, როგორც მშვიდობიან, ასევე ომიანობის დროს ხორციელდება წინასწარ, იმ პირობით, რომ აუცილებლობის შემთხვევაში დაცვის სათანადო რეჟიმზე გადასვლა შესაძლებელი იყოს ერთი დღე-ღამის განმავლობაში. ადგილმდებარეობის რადიოაქტიური დაბინძურების შემთხვევაში მეცხოველეობის შენობები უნდა იყოს მომზადებული, ცხოველების შესაფარებლად საკვებისა და წყლის დაცული მარაგის უზრუნველყოფით არანაკლებ 2 დღე-ღამის განმავლობაში.
2. მეცხოველეობის და მემცენარეობის პროდუქციის გადასამუშავებელი ქარხნების, სასურსათო საქონლის შესანახი ბაზების, მაცივრების და საწყობების რეკონსტრუქციისას და ახლების დაპროექტებისას რადიოაქტიური, ძმშნ და ბიოლოგიური საშუალებებით დაბინძურებისაგან აღნიშნული პროდუქციის დაცვის მიზნით პროექტებში გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც ორგანიზაციული, ასევე ტექნიკური ხასიათის ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა.
თავი VII
ადამიანთა სანიტარიული და ავტოტრანსპორტის სპეციალური დამუშავებისათვის გამოსაყენებელი კომუნალურ-საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტე