1. კატეგორირებულ ქალაქებში და ობიექტებზე განლაგებული მსხვილი რკინიგზის კვანძები და სადგურები, რომელთა მწყობრიდან გამოსვლამ შეიძლება შექმნას ხანგრძლივი შეფერხებები მატარებლების მოძრაობისას, უნდა იყოს აღჭურვილი შემოვლითი და შემაერთებელი შტოებით, რომლებიც უზრუნველყოფენ მატარებლების მიერ აღნიშნული კვანძებისა და სადგურების გვერდის ავლას. მსხვილ რკინიგზის კვანძებში და სადგურებში, რომლებიც განლაგებულია არაკატეგორირებულ ქალაქებში, შემოვლითი და შემაერთებელი შტოების მოწყობა ხდება დადგენილი წესით.
2. მოძრაობის განრიგის მოცემულ ფარგლებში მატარებლის შეჩერების გარეშე გატარების ორგანიზაციის მიზნით კატეგორირებული ქალაქებისა და ობიექტების რკინიგზის კვანძებსა და სადგურებში საჭიროა წინასაკვანძო სადგურების (პუნქტების) გათვალისწინება, რომლებიც განლაგებული უნდა იყოს შესაძლო ძლიერი ნგრევის და კატასტროფული დატბორვის ზონებს მიღმა.
3. დაუშვებელია კატეგორირებულ ქალაქებში მსხვილ რკინიგზის კვანძებზე ახალი ხაზების არსებულთან მიახლოება. მათი დაგეგმარება და განხორციელება უნდა მოხდეს წინასაკვანძო და საუბნო ან შუალედურ სადგურებზე, რომლებიც განლაგებული უნდა იყოს კატეგორირებული ქალაქების და ობიექტების შესაძლო ძლიერი ნგრევების ზონებს მიღმა.
4. კატეგორირებულ ქალაქებში და ობიექტებზე განლაგებული რკინიგზის ხაზების რეკონსტრუქციისას, ახლების გაყვანისას და აგრეთვე კვანძების და სადგურების გაფართოებისას, მოსახლეობის ევაკუაციისა და მუშათა ცვლების ობიექტზე მოყვანის უზრუნველყოფისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას ქალაქგარე უბნების ხაზების გამტარუნარიანობა. მოძრაობის განრიგის საანგარიშო ფორმები დგინდება საპროექტო დავალების მიხედვით.
5. კატეგორირებულ ქალაქებში განლაგებული ახალი გზა-გაყვანილობები მსხვილი საკვანძო სადგურების მისადგომების განშტოებებზე, როგორც წესი უნდა განთავსდეს დაშორიშორებულად და მაქსიმალურად შესაძლებელი დაცილებით. გამოყენებულ უნდა იქნას განშტოებების უმარტივესი სქემები.
6. სარეზერვო მოძრავი შემადგენლობის სადგომი ბაზები, მატერიალური რეზერვებისა და აღდგენითი სამუშაოებისთვის საჭირო მასალების ბაზები და საწყობები განლაგებული უნდა იყოს კატასტროფული დატბორვის და შესაძლო ნგრევის ზონების საზღვრებს მიღმა.
7. ახლად დასაპროექტებელი და სარეკონსტრუქციო გამრეცხი, გამრეცხ-საორთქლო და სადეზინფექციო სადგურები, აგრეთვე ადამიანების გადასაყვანად და გადაზიდვებისათვის გამიზნული შემადგენლობის მოსამზადებელი პუნქტები, ლოკომოტივებისა და შემადგენლობის გარე შემორეცხვისათვის საჭირო გამრეცხი მანქანები განლაგებული უნდა იყვნენ კატასტროფული დატბორვის და შესაძლო ნგრევების ზონების მიღმა.
8. ელექტროდენის სხვადასხვა სისტემების ელექტრული წევის უბნების შეპირაპირების პუნქტები განლაგებული უნდა იყოს კატასტროფული დატბორვის და შესაძლო ნგრევების ზონებს მიღმა.
9. რკინიგზის ელექტროფიცირებული უბნების ელექტრომომარაგების გარე სქემაში გათვალისწინებული უნდა იყოს დამოუკიდებელი ენერგოწყაროებიდან წევის ქვესადგურების ორმხრივი კვება.
10. წევის ქვესადგურები განლაგებული უნდა იყოს განცალკავებულ პუნქტებზე კატეგორირებული ქალაქებისა და ობიექტების შესაძლო ძლიერი ნგრევის და კატასტროფული დატბორვის ზონებს მიღმა განშტოებათა მიმართულებით. წევის ქვესადგურების ასეთი განლაგების ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის შემთხვევაში, მეზობელი ქვესადგურების სიმძლავრე და საკონტაქტო ქსელის გამტარების კვეთი გათვლილი უნდა იყოს მითითებული ქვესადგურების ქსელიდან ამოვარდნის შემთხვევისათვის და ასევე მოძრაობის აუცილებელი განრიგის უზრუნველყოფის მოთხოვნათა შესაბამისად.
11. ავტომატიკის და ტელემექანიკის მოწყობილობებით აღჭურვილ წევის ქვესადგურებზე, გათვალისწინებული უნდა იყოს ადგილობრივ მართვაზე გადასვლის შესაძლებლობა. წევის ქვესადგურებს უნდა გააჩნდეთ ენერგოდისპეჩერული კავშირი გზების მონაკვეთების ქალაქგარე მართვის პუნქტებთან.
12. ელექტრომომარაგების ძირითადი წყაროების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ავტობლოკირების, დისპეჩერული და ელექტრული ცენტრალიზაციისათვის ელექტროკვების უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული უნდა იყოს კვების სარეზერვო ავტონომიური წყაროები, რომელთა რაოდენობა და სიმძლავრე განისაზღვრება შესაბამისი პროექტით.
13. კატეგორირებულ ქალაქებში და ობიექტებზე განლაგებულ რკინიგზის სამმართველოებს და განყოფილებებს უნდა ჰქონდეთ მართვის პუნქტები, რომლებიც აღჭურვილნი იქნებიან მატარებლების მოძრაობის მართვის მიზნით კავშირგაბმულობის მინიმალურად აუცილებელი საშუალებებით. კატეგორირებულ რკინიგზის სადგურებს უნდა ჰქონდეთ დაცული მართვის პუნქტები, ხოლო დანარჩენ სადგურებს, რომლებიც განლაგებული არიან კატეგორირებული ქალაქების შესაძლო ძლიერი ნგრევების ზონებში, უნდა გააჩნდეთ არსებულ თავშესაფრებში და სარდაფებში მოწყობილი დაცული სამუშაო სათავსები.
14. ელექტროფიცირებულ რკინიგზებზე შენარჩუნებული უნდა იყოს სათბომავლო მეურნეობა, გათვალისწინებული უნდა იქნას თბომავლის ბაზა-სადგომები და ტევადობები მათი საწვავ-საპოხი მასალებით უზრუნველყოფისათვის, რომლებიც შემდგომ გამოიყენება მათი მომსახურებისთვის.
15. საბრძოლო მუხტიანი და სახიფათო ნივთიერებებით (ფეთქებადი ნივთიერებები და მასალები, ძმშნ და სხვა) დატვირთული მატარებლების გატარება ხორციელდება უპირატესად შემოვლითი გზებით, რომლებიც მოშორებული უნდა იყოს საცხოვრებელი სახლებიდან, საწარმოო და სასაწყობო შენობებიდან, სხვა მატარებლების სადგომიდან არანაკლებ 250 მეტრით. გარდა ამისა, რკინიგზისა და კლიენტურის მისასვლელი ახალი ჩიხების (მისასვლელი ხაზების) დაპროექტება-მშენებლობისას აუცილებელია სახიფათო მასალების გადმოსატვირთი მოედნების მოწყობა, რომლებიც აღჭურვილი უნდა იყოს წყლის ფარდის შესაქმნელი და სადეგაზაციო სისტემებით. შესაბამისად, გათვალისწინებული უნდა იყოს ასევე შესაძლო სახიფათო ქიმიური მოწამვლის ზონაში მცხოვრები მოსახლეობისა და სადგურის პერსონალის შეტყობინების ლოკალური სისტემებ