1. კავშირგაბმულობის მაგისტრალური საქალაქთაშორისო საკაბელო ხაზები უნდა იქნას გაყვანილი შესაძლო ძლიერი ნგრევის ზონის მიღმა, ხოლო რადიოსარელეო და საჰაერო მაგისტრლური კავშირგაბმულობის ხაზები – შესაძლო ნგრევის ზონის გარეთ. ის ხაზები, რომლებიც გაყვანილია ერთი გეოგრაფიული მიმართულებით აუცილებლად უნდა დაპროექტდეს შესაძლო დატბორვის და კატასტროფული ნგრევის ზონებს მიღმა გამავალი სხვადასხვა ტრასების სახით.

2. კავშირგაბმულობის ქსელური კვანძები უნდა განლაგდეს შესაძლო ნგრევისა და კატასტროფული დატბორვის ზონებს მიღმა ტერიტორიებზე დაცულ ნაგებობებში. აღნიშნული კავშირგაბმულობის კვანძები უნდა უზრუნველყოფდნენ ყველა ტრანზიტული კავშირის გადაცემას სხვადასხვა უწყებათა კავშირგაბმულობის პუნქტებსა და ასევე სხვა მაგისტრალურ ხაზებზე, კატეგორირებული ქალაქებისა და ობიექტების კავშირგაბმულობის შესაბამისი ქსელების გვერდის ავლით.

3. მკვებავი მომსახურებადი გამაძლიერებელი პუნქტი (მგპ), როცა მისი გატანა კატეგორირებული ქალაქების და ობიექტების შესაძლო ნგრევის ზონიდან შეუძლებელია, განლაგებული უნდა იყოს დაცულ ნაგებობაში.

ა) კაბელური მაგისტრალების არამომსახურებად გამაძლიერებელ პუნქტებს (აგპ), რომლებიც ემიჯნებიან დაცულ ქსელურ კავშირგაბმულობის კვანძებს უნდა ჰქონდეთ მათთან გათანაბრებული დაცვის ხარისხი.

ბ) ქსელური კავშირის კვანძისგან ან დაცული მგპ – დან სიმეტრიულ კაბელზე უნდა აიგოს დაცული პირველი აგპ და კოაქსიალურ კაბელზე პირველი სამი აგპ მაგისტრალის ყოველი გამოსასვლელის (შესასვლელის) მიმართულებით.

4. ყველა ტიპის კაბელური მაგისტრალების დაუცველ მგპ-ს შენობებს და მომსახურებადი რადიოსარელეო სადგურების შენობებს უნდა გააჩნდეთ რადიოაქტიური მოწამვლის დროს მაიონიზირებელი გამოსხივებისაგან მომსახურე პერსონალის დაცვის უზრუნველსაყოფად სპეციალური ფართი.

5. მაგისტრალური რადიოსარელეო ხაზების საკვანძო სადგურები (პირდაპირი ხედვის და ტროპოსფერული გაფანტვის) და დედამიწის ხელოვნური თანამგზავრებიდან კავშირის დამაბოლოებელი სადგურები უნდა იქნას განლაგებული კატეგორირებული ქალაქების და ობიექტების შესაძლო ნგრევის ზონის გარეთ. კავშირის ტრანზიტული არხების ორგანიზაცია სხვა რადიოსარელეო ან კაბელურ მაგისტრალებზე უნდა განხორციელდეს მხოლოდ კავშირის ქსელური კვანძების საშუალებით.

6. კაბელური მაგისტრალების გადაყვანა სანაოსნო მდინარეზე უნდა შესრულდეს ორი კვეთით, რომელთაგან ერთი დასაშვებია გაყვანილ იქნას ხიდზე, ხოლო მეორემ უნდა გადაკვეთოს მდინარის კალაპოტი ხიდიდან არანაკლებ ერთი კილომეტრის მანძილზე.

7. კატასტროფული დატბორვის ზონებში კავშირის კაბელური მაგისტრალური ხაზების დაპროექტებისას კავშირის ხაზების გაყვანა გათვალისწინებულ უნდა იყოს წყალქვეშა კაბელით, ამ ზონებში განთავსებული გამაძლიერებელ (პუნქტების) მოწყობილობათა გვერდის ავლით.

8. სახელმწიფო მნიშვნელობის ახალი მიმღები და გადამცემი რადიოცენტრები უნდა განლაგდეს კატეგორირებული ქალაქების განაშენიანების საპროექტო საზღვრებს გარეთ. ამ პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება სატელევიზიო ცენტრებზე და მათთან შეთავსებულ რადიომაუწყებლობის ობიექტებზე, რომლებიც მუშაობენ ულტრამოკლე ტალღებზე, ასევე სპეცილური დანიშნულების რადიოცენტრებზე.

9. მიმღები და გადამცემი რადიოცენტრებიდან უნდა მოდიოდეს შემაერთებელი ხაზები ქსელურ და ქალაქგარეთა კავშირის კვანძებთან, საიდანაც ხდება ამ რადიოცენტრების მუშაობის უზრუნველყოფა, ასევე გადამცემ და მიმღებ ცენტრებს შორის გათვალისწინებული უნდა იყოს შემაერთებელი ხაზები კატეგორირებული ქალაქებისა და ობიექტების გვერდის ავლით.

10. ქსელური კვანძები და რადიოცენტრები უნდა დაპროექტდეს უახლოესი 10 წლის მანძილზე მათი განვითარების პერსპექტივის გათვალისწინებით.

11. კატეგორირებული ქალაქების ავტომატური სატელეფონო სადგურების დაპროექტების და მშენებლობის დროს, ან არსებულის რეკონსტრუქციისას უნდა განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები: უნდა მოეწყოს კარადათშორისო  კავშირის კაბელები სააბონენტო მოცულობის ნაწილის გადაცემის გათვალისწინებით ყველა რაიონული ა.ს.ს.-დან მეზობელ რაიონებზე, ასევე შემაერთებელი კაბელები საუწყებო ა.ს.ს.-დან საქალაქო სატელეფონო კავშირის მახლობელ გამანაწილებელ კარადებამდე.

12. საქალაქთაშორისო სატელეფონო სადგურებში და მომსახურებად გამაძლიერებელ სადგურებში იდგმება შეტყობინების ცირკულარული მართვის აპარატურა. კატეგორირებული ქალაქების სათადარიგო მართვის პუნქტებში განთავსებული უნდა იქნას კავშირის დაცული კვანძები, რომლებიც ეკონომიკის ობიექტების მართვის პუნქტებს უნდა უკავშირდებოდეს პირდაპირი საკაბელო ხაზებით.

13. საქალაქთაშორისო საკაბელო და რადიოსარელეო მაგისტრალური ხაზების დაპროექტების და მშენებლობის პროცესში გათვალისწინებული უნდა იქნეს მათი მდგრადობის და რეზერვირების საკითხები, თანამოქმედება მოქმედ საკაბელო და რადიოსარელეო მაგისტრალურ ხაზებთა