1. შესაძლო ნგრევების ზონებში განლაგებული საწარმოო შენობების დაპროექტების დროს მიზანშეწონილია მსუბუქი შემომფარგლავი ცეცხლგამძლე ან ძნელადწვადი კონსტრუქციების გამოყენება. ტექნოლოგიური მოწყობილობა, იმ შემთხვევაში, როცა ეს ექსპლოატაციის პირობებით დაშვებულია, შესაძლებელია განლაგდეს ღია მოედნებზე ან გადახურულ ფარდულებში.

2. ობიექტებზე შენობა-ნაგებობანი უნდა განლაგდნენ ხანძარსაწინააღმდეგო ინტერვალებით, რომლის სიგანე გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

L=H1+H2+15 (მ)

სადაც H1 და H2 – მეზობელ შენობათა სიმაღლეებია მეტრებში.

3. იმ საწარმოო შენობების ტიპზომების შერჩევისას, რომლებიც განთავსებულია შესაძლო ნგრევის ზონებში და საგანგებო ვითარებაში აგრძელებენ მუშაობას, უპირატესობა ენიჭება ნაკლები აფრიანობის, რკინაბეტონის კარკასისა და ჩაღრმავებული ტიპის შენობებს.

4. განსაკუთრებული მნიშვნელობის საწარმოო ნაგებობები უნდა აშენდეს ჩაღრმავებული ან დაბალი სიმაღლის, მართკუთხა ფორმის, რაც შეამცირებს მათ აფრიანობას და აამაღლებს მედეგობას დარტყმითი ტალღის ზემოქმედებაზე.

5. ფეთქებად და ხანძარსაშიში ობიექტების დაპროექტებისას დამატებით გათვალისწინებულ უნდა იქნას შხამიან და ფეთქებად ნივთიერებათა საცავების (ტევადობების) კონსტრუქციული გაძლიერება ან მათზე ზღუდარებისა და ნამსხვრევების ამრიდი სპეცკონსტრუქციების მოწყობა შესაძლო ავარიების შედეგად დამაზიანებელი ფაქტორების გაანგარიშების საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ნაგებობები მდებარეობენ დანართი 2-ში მითითებული ჩახერგვის ზონის ფარგლებში, აუცილებელია მათი დამატებით გაანგარიშება ვარდნილი კონსტრუქციების ზემოქმედებაზე.

6. შხამიან და ფეთქებად ნივთიერებათა საცავი ტევადობების, კომუნიკაციების და ტექნოლოგიური დანადგარების დაპროექტებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას მათი აღჭურვა ავტომატური და ხელის მოწყობილობებით (თერმორეგულიატორები, ავარიულად დამცველი მოწყობილობები და სხვა), რომლებიც შესაძლო ავარიის შემთხვევაში გამორიცხავენ შხამიან ნივთიერებათა გარემოში გაჟონვას.

7. ახლად მშენებარე და რეკონსტრუირებადი წარმოებების პროექტებში, რომლებიც აწარმოებენ ან მოიხმარენ ძლიერმოქმედ შხამიან (ძმშნ) და ფეთქებადსაშიშ ნივთიერებებს, უნდა იქნას გათვალისწინებული დარტყმითი ტალღის დამანგრეველი მოქმედებისაგან მოცულობების და კომუნიკაციების დაცვა (საფენის მოწყობა დაბალ საყრდენებზე, გრუნტზე ან შემოზვინვა), ასევე ღონისძიებები, რომლებიც გამორიცხავენ ძმშნ-ს და ფეთქებადსაშიში სითხეების თავისუფალ დაღვრას (მიწისქვეშა შენახვა და ქვედონეების მოწყობა, ჩასარეცხი ავარიული მოცულობების, თვითჩამკეტი უკუსარქველების, მიმართული სადინარებით აღჭურვილი დამჭერებისა და ამბარების მოწყობა).

8. სასაწყობო ნაგებობებში ფანჯრების რაოდენობა მინიმალური უნდა იყოს. ადვილად აალებად ნივთიერებათა სასაწყობო ნაგებობები უნდა იყვნენ ჩაღრმავებული ტიპის, რომლებიც ცალკეულ ბლოკებად იქნებიან განლაგებულნი.

9. სურსათის და სასურსათო ნედლეულის საწყობებისთვის შენობათა ტიპის შერჩევისას უპირატესობა ენიჭება სილოსური ტიპის ნაგებობებს და დახურულ რეზერვუარებს.

10. საწარმოო შენობების და სასურსათო პროდუქტების გადასამუშავებელ სამრეწველო ნაგებობათა, ასევე შესაძლო ნგრევის ზონაში განლაგებული სასურსათო საწყობების დაპროექტებისას აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას კარებების, ფანჯრების და სავენტილაციო ღიობებიდან მათში რადიოაქტიური მტვერის შეღწევის თავიდან აცილება.

11. საწარმოთა ათი და მეტ ადგილიანი საშხაპე შენობები, არაკატეგორირებული ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების აბანოები აუცილებელია დაპროექტდეს იმის გათვალისწინებით, რომ აუცილებლობის შემთხვევაში ისინი გამოყენებულ იქნან დასნებოვნებული ადამიანების სანიტარული დამუშავებისათვის.

12. ავტომანქანების სამრეცხაოები, გარაჟები, ავტოპარკები და მომსახურების სადგურები აუცილებელია დაპროექტდეს იმის გათვალისწინებით, რომ საჭიროების შემთხვევაში შეიძლებოდეს მათი გამოყენება ავტოტრანსპორტის გაუსნებოვნებისათვის.

13. მექანიკური სამრეცხაოების, ქიმწმენდი ფაბრიკებისა და საწარმოო შენობების დაპროექტებისას აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას მათი გამოყენება ომის დროს ტანსაცმლის გაუსნებოვნებისათვი