1. მოცემული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები უნდა სრულდებოდეს სამოქალაქო უსაფრთხოების საინჟინრო-ტექნიკური ღონისძიებების დაპროექტებისა და ჩატარების დროს:
ა) სამოქალაქო უსაფრთხოების მიხედვით კატეგორირებული ქალაქებისათვის, ასევე, მათი განაშენიანების მიღმა განთავსებული განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების მიხედვით პირველი კატეგორიის ობიექტებისათვის;
ბ) ეკონომიკის ობიექტებისათვის, რომლებიც განთავსებული არიან სამოქალაქო უსაფრთხოების მიხედვით კატეგორირებულ ქალაქებში, ასევე ამ ქალაქების მიმდებარე ტერიტორიებზე და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე, სადაც მოსალოდნელია შენობა-ნაგებობების ნგრევა და ადამიანთა მსხვერპლი;
გ) მეორე კატეგორიის ობიექტებზე და ეკონომიკის სხვა ობიექტებზე, რომლებიც განლაგებულია სამოქალაქო უსაფრთხოების მიხედვით კატეგორირებულ ქალაქებსა და „ბ” პუნქტში მითითებულ ტერიტორიებს მიღმა, ასევე არაკატეგორირებულ ქალაქებში განლაგებული დასახლებული პუნქტებისათვის, სადაც არსებობს ადგილმდებარეობის რადიაქტიური დაბინძურების საფრთხე და მოსახლეობის რადიაციასაწინააღმდეგო დაცვის აუცილებლობა.
2. სამოქალაქო უსაფრთხოების საინჟინრო-ტექნიკური ღონისძიებები, რომლებიც ასახულია მოცემულ ტექნიკურ რეგლამენტში, გათვალისწინებული უნდა იყოს:
ა) რაიონული დაგეგმარების პროექტებისა და სქემების შედგენისას, ახლადმშენებარე კატეგორირებული ქალაქების და ობიექტების მშენებლობის გენერალურ გეგმებში, აღნიშნული ქალაქების საცხოვრებელი და საწარმოო რაიონების განაშენიანების დაპროექტებისას დეტალური დაგეგმარების პროექტებში. აგრეთვე შესაძლო ნგრევის ზონებს მიღმა ტერიტორიებზე განლაგებულ არაკატეგორირებული ქალაქების და დასახლებების განაშენიანების დაპროექტებისას;
ბ) მრეწველობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის იმ წარმოებების რეკონსტრუქციისა და ახლების დაპროექტებისას, რომლებიც განლაგებულნი არიან შესაძლო ნგრევის ზონებში, აგრეთვე საქალაქო მეურნეობის იმ ობიექტებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ კატეგორირებული ქალაქების და ობიექტების სასიცოცხლო ქმედითუნარიანობას ომის დროს.
3. ახლად დასაპროექტებელი, გასაფართოებელი და სარეკონსტრუქციო დაწესებულებებისათვის, სამოქალაქო უსაფრთხოების საინჟინრო-ტექნიკური ღონისძიებები უნდა ხორციელდებოდეს გენერალურ გეგმებში, კატეგორირებული ქალაქების დეტალური დაგეგმარების და განაშენიანების პროექტებში შენობა-ნაგებობების ტექნიკური პროექტების ცალკეული თავების სახით.
4. სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებსა და მოწყობილობებზე დანახარჯები, რომლებიც დაკავშირებულია სამოქალაქო უსაფრთხოების საინჟინრო-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელებასთან, ახლად დასაპროექტებელი, გასაფართოებელი და სარეკონსტრუქციო კატეგორირებული ქალაქების, წარმოებების, შენობების და ნაგებობებისათვის უნდა განისაზღვროს ხარჯთაღრიცხვით, მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების თანახმად. ისინი შეტანილ უნდა იქნას ცალკეული შენობა-ნაგებობების ხარჯთაღრიცხვაში და სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის შემაჯამებელი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისი თავების მიხედვით საერთო დანახარჯებში.
5. დავალებები
სამოქალაქო უსაფრთხოების საინჟინრო-ტექნიკურ ღონისძიებათა და დამცავი ნაგებობების დაპროექტებაზე შეთანხმებული უნდა იყოს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სპეციალურად უფლებამოსილ ორგანოსთა