1. ახალი ეკონომიკის ობიექტები, როგორც წესი, არ უნდა განლაგდნენ კატეგორირებული ქალაქების შესაძლო ძლიერი ნგრევის ზონებში. გამონაკლისს წარმოადგენენ ის წარმოებები, რომლებიც მოცემული ქალაქის მოსახლეობის მომსახურეობას ეწევიან. ახალი კატეგორირებული ობიექტები უნდა განლაგდეს შესაძლო ნგრევის ზონების და კატასტროფული დატბორვის ზონებს გარეთ.

2. ადვილად აალებადი და საწვავი სითხეების (ნავთობი, ბენზინი, ზეთი და სხვა) გადამამუშავებელი საწარმოები, აგრეთვე საბაზისო და მიწისზედა საწყობები უნდა განთავსდეს ადგილმდებარეობის ქანობზე კატეგორირებული ქალაქებისა და ობიექტების, საცხოვრებელი სახლებისა და სამრეწველო საწარმოების, აგრეთვე ავტომაგისტრალის და რკინიგზის ხაზს ქვევით, ტევადობების დაზიანების შემთხვევაში საწვავი სითხეების უსაფრთხო ადგილებში გატანის შესაძლებლობის გათვალისწინებით.

3. ნავთობპროდუქტების და ნავთობის საწყობები, რომლებიც აიგება მდინარეების ნაპირებთან უნდა იყოს განლაგებული დასახლებული პუნქტებიდან, ნავსადგურებიდან, სამდინარო სადგურებიდან, ჰიდროელექტროსადგურიდან, ჰიდროტექნიკური ნაგებობებიდან, გემთმშენებელი და სარემონტო ქარხნებიდან, სარკინიგზო ხიდებისა და წყალგამტარი სადგურებიდან მდინარის დინების მიმართულებით არანაკლებ 100 მეტრით ქვემოთ.

4. მანძილი თხევადი სათბობის ან გათხევადებული გაზის შესანახ მიწისქვეშა რეზერვუარების მქონე ობიექტებიდან სასწავლო და სამკურნალო დაწესებულებების, საზოგადოებრივი დანიშნულებისა და საცხოვრებელი შენობების კედლებამდე მათი აფეთქების შემთხვევაში (როცა ისინი მთლიანად შევსებული არიან) განვითარებული დამაზიანებელი ფაქტორების (თბური, ქიმიური, დარტყმითი ტალღა და სხვა) ზემოქმედების უსაფრთხოების პირობიდან გამომდინარე არ უნდა იყოს 50 მეტრზე, ხიდებამდე და რკინიგზის სავალ ნაწილამდე - 180 მეტრზე, რკინიგზის ჩიხებამდე – 80 მეტრზე, ხოლო მდინარის ნაპირამდე 100 მეტრზე ნაკლები.

5. ავარიული გაჟონვის შემთხვევაში შხამიანი ნივთიერებების გასანეიტრალებლად საცავების ახლოს გათვალისწინებულ უნდა იქნას წყლის მიწისქვეშა რეზერვუარების, მომწამლავი ნივთიერებების შემკრები (დამჭერი) თასისებრი კონსტრუქციებისა და მიმმართველი სადინარების მოწყობა.

6. წარმოებებში, რომლებიც აწარმოებენ ან მოიხმარენ ძლიერმოქმედ შხამიან და ფეთქებადსაშიშ ნივთიერებებს, გათვალისწინებულ უნდა იქნას ასეთი ნივთიერებების მარაგის, წარმოების ფუნქციონირებისათვის საჭირო მინიმუმამდე შესამცირებელი ღონისძიებები. კატეგორირებულ ქალაქებში და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე ბაზების და საწყობების აგების დროს შესანახი სათადარიგო მოცულობების რაოდენობა დგინდება სათანადოდ უფლებამოსილი უწყებების მიერ შესაბამის სამინისტროებთან შეთანხმებით.

7. ახალი ობიექტები და საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ განსაკუთრებული თავდაცვითი მნიშვნელობა, სახელმწიფოს მატერიალური და სასურსათო სათადარიგო ბაზები, გამანაწილებელი მაცივრები, თხევადი საწვავის და სხვა სტრატეგიული მასალების საწყობები რეკომენდირებულია განლაგდეს სამთო გამონამუშევრებში (თუ, ეს ტექნიკურად შესაძლებელი და ეკონომიკურად მიზანშეწონილია).

8. კატეგორირებული ქალაქების და ობიექტების მოსახლეობის საქონლით მიმდინარე მომარაგების მიზნით ახალი ბაზების, საწყობების, გამანაწილებელი მაცივრების და სხვა საცავების მშენებლობა უნდა განხორციელდეს იმ მოცულობით, რომელიც ნორმების მიხედვით არ აღემატება საქონლის შესანახ სასაწყობო მოცულობებზე მოთხოვნილებას. საბაზისო სასურსათო საწყობები, რომლებიც განკუთვნილია კატეგორირებული ქალაქების მოსახლეობის კვების პროდუქტებით მიმდინარე მომარაგებისათვის უნდა განლაგდნენ ქალაქის გარეუბნებში. არ დაიშვება იმ საწყობების ერთად განლაგება, რომლებიც ამარაგებენ კატეგორირებული ქალაქების მოსახლეობას ძირითადი კვების პროდუქტებით.

9. სასურსათო საწყობები, გამანაწილებელი მაცივრები და პირველადი მოხმარების საქონლის საწყობები, ადვილად აალებადი და საწვავი სითხეების საბაზისო საწყობები, ასევე კატეგორირებული ქალაქების მოსახლეობის მომარაგებისათვის განკუთვნილი საქონლის საცავები უნდა განლაგდეს შესაძლო ძლიერი ნგრევის ზონის გარეთ, ხოლო ახალი სახელმწიფო მატერიალური და სასურსათო რეზერვების საწყობები – შესაძლო ნგრევის ზონის გარეთ.

10. არსებული, მშენებარე და ასაშენებელი მსხვილი წყალსაცავების შესაძლო კატასტროფული დატბორვის ზონებში აკრძალულია ახალი კატეგორირებული ეკონომიკის ობიექტების, შხამქიმიკატების მწარმოებელი და გამომმუშავებელი საწარმოების, სასურსათო ბაზებისა და საწყობების მშენებლობა. ახალი საცხოვრებელი რაიონები ქალაქებში უნდა განლაგდეს ისეთ ტერიტორიაზე, სადაც დატბორვის საშიშროება არ არსებობს.

11. მინიმალური დასაშვები მანძილები ატომური ელექტროსადგურებიდან ქალაქების საპროექტო განაშენიანების საზღვრებამდე დგინდება მოსახლეობის სიმჭიდროვის მიხედვით მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად. აღნიშნული ობიექტის გარშემო 30 კმ-იან ზონაში დასაშვებია დასახლებული პუნქტების არსებობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა იქ მცხოვრები მოსახლეობის სიმჭიდროვე სადგურის ექსპლოატაციის დამთავრებამდე მთელი პერიოდის განმავლობაში 1 კვ.კმ-ზე არ აღემატება 100 ადამიანს, მათი საერთო რაოდენობა კი – 50 ათასს, ხოლო დასახლებული პუნქტის დაშორება ატომური ელექტროსადგურის საპროექტო განაშენიანების საზღვრიდან ამ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს 8 კმ-ზე ნაკლები.

12. ძლიერმოქმედი შხამიანი ნივთიერებების, ფეთქებადი, საწვავი და სხვა მასალების ბაზისური საწყობები უნდა აშენდეს ქალაქგარე ზონებში. მათი დასახლებული პუნქტებიდან და ეკონომიკის ობიექტებიდან დაშორება განისაზღვრება მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებით კატეგორირებულ ქალაქებში და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე ბაზების და საწყობების აგებისას, შესანახი მარაგის მოცულობა დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებთან შეთანხმებით.

13. პანსიონატები, სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები, გამაჯანსაღებელი დაწესებულებები უნდა განთავსდეს შესაძლო ნგრევისა და კატასტროფული დატბორვის ზონის გარე