1. საგანგებო სიტუაციის წყარო – საშიში ბუნებრივი მოვლენა, ავარია ან სახიფათო ტექნოგენური შემთხვევა, ადამიანების, სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და მცენარეების ფართოდ გავრცელებული ინფექციური დაავადება და მცენარეთა საკარანტინო მავნებლები, აგრეთვე, დაზიანების თანამედროვე საშუალებათა გამოყენება, რის შედეგადაც წარმოიქმნა ან შეიძლება წარმოიქმნას საგანგებო სიტუაცია;
2. საგანგებო სიტუაცია – მდგომარეობა, როცა ობიექტზე, გარკვეულ ტერიტორიაზე ან აკვატორიაში საგანგებო სიტუაციის წყაროს წარმოქმნის შედეგად ირღვევა ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის ნორმალური პირობები, საფრთხე ემუქრება მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, აგრეთვე, ზარალდება მოსახლეობა, ეროვნული მეურნეობა და ბუნებრივი გარემო;
3. ეკონომიკის ობიექტი – სამრეწველო და სოციალური დანიშნულების საწარმო, დაწესებულება ან ორგანიზაცია, ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმის განურჩევლად, რომლებიც ხასიათდებიან მართვის ერთიანი სისტემით, სადაც მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობით დამოუკიდებლად ხორციელდება მატერიალური ან ინტელექტუალური პროდუქციის შექმნა ან მომსახურება.
4. სამოქალაქო უსაფრთხოების მიხედვით კატეგორირებული ქალაქი (შემდგომ კატეგორირებული ქალაქი) – ქალაქი, რომელიც მიეკუთვნება სამოქალაქო უსაფრთხოების თვალსაზრისით განსაკუთრებულ, პირველ, მეორე ან მესამე ჯგუფს მისი ადმინისტრაციულ – პოლიტიკური, ეკონომიკური და თავდაცვითი მნიშვნელობით. ქალაქების სამოქალაქო უსაფრთხოების მიხედვით კატეგორიებად დაყოფას ახორციელებს საქართველოს მთავრობა;
5. სამოქალაქო უსაფრთხოების მიხედვით კატეგორირებული ობიექტი (შემდგომ კატეგორირებული ობიექტი) – განსაკუთრებული მნიშვნელობის ეკონომიკის ობიექტი, აგრეთვე ობიექტი, რომელიც მიეკუთვნება სამოქალაქო უსაფრთხოების თვალსაზრისით პირველ ან მეორე ჯგუფს ეროვნულ მეურნეობასა და ქვეყნის თავდაცვაში მისი მნიშვნელობით. ობიექტების სამოქალაქო უსაფრთხოების მიხედვით კატეგორიებად დაყოფას ახორციელებს საქართველოს მთავრობა;
6. შესაძლო ნგრევის ზონას წარმოადგენს ტეროტორია, რომელიც მოიცავს კატეგორირებულ ქალაქებსა და ეკონომიკის ობიექტებს, რომლის ფარგლებშიც საგანგებო სიტუაციების ან ომიანობის დროს შესაძლებელია განვითარდეს ჰაერის დარტყმითი ტალღა, მოქმედების ფრონტში 10 კპა. (0,1 კგძ/სმ2) და მეტი ჭარბი წნევით, ან ასეთივე შედეგის მქონე სხვა დამანგრეველი ფაქტორი.
ა) შესაძლო ნგრევის ზონად კატეგორირებული ქალაქებისათვის მიიღება ზონა მათი საპროექტო განაშენიანების საზღვრიდან 7 კმ-ის ფარგლებში, ხოლო კატეგორირებული ობიექტებისათვის – საპროექტო განაშენიანების საზღვრიდან 10 კმ-ის ფარგლებში.
ბ) შესაძლო ძლიერი ნგრევის ზონას წარმოადგენს ტერიტორია, რომელიც მოიცავს კატეგორირებულ ქალაქს ან კატეგორირებულ ეკონომიკის ობიექტს და რომლის ფარგლებშიც საგანგებო სიტუაციების ან ომიანობის დროს შესაძლებელია განვითარდეს ჰაერის დარტყმითი ტალღა, მოქმედების ფრონტში 30 კპა. (0,3 კგძ/სმ2) და მეტი ჭარბი წნევით ან ასეთივე შედეგის მქონე სხვა დამანგრეველი ფაქტორი.
გ) შესაძლო ძლიერი ნგრევის ზონის საზღვრები კატეგორირებული ქალაქებისათვის დგინდება მათი საპროექტო განაშენიანების ფარგლებში, ხოლო განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებისათვის საპროექტო განაშენიანების საზღვრიდან 3 კმ-ის დაცილებით.
დ) კატასტროფული დატბორვის ზონა ეს არის ტერიტორია, სადაც დატბორვამ შეიძლება გამოიწვიოს შენობა-ნაგებობების ნგრევა, ხალხის დაღუპვა, სამრეწველო წარმოებათა მთავარი დანადგარების მწყობრიდან გამოსვლა და სხვა მატერიალური ფასეულობების განადგურება.
ე) შესაძლო კატასტროფული დატბორვის ზონის ფორმირება ხდება მოსახლეობისა და ეკონომიკის ობიექტებისათვის საფრთხის ხარისხისა და გამრღვევი (წამლეკი) ტალღის ზემოქმედების პირობების მიხედვით.
ვ) განსაკუთრებით საშიში დატბორვის ზონის ტერიტორია ჰიდროკვანძის ნაგებობის სადაწნევო ზედაპირიდან შემოიფარგლება კალაპოტის იმ განივკვეთით, რომელსაც გარღვევის ტალღის ფრონტი გაივლის წარმოქმნის მომენტიდან 1 საათის განმავლობაში. იგი წარმოადგენს შესაძლო კატასტროფული დატბორვის ზონის საწყის ნაწილს.
ზ) ჰიდროკვანძის ნაგებობის მოულოდნელი ნგრევის შემთხვევაში სამოქალაქო უსაფრთხოების გამაფრთხილებელი (წინასწარი) ღონისძიებების ჩატარების დრო შეადგენს 1 საათს, რომელიც წარმოადგენს მოსახლეობისათვის სიგნალის მიწოდების დროის ხანგრძლივობის (30 წუთის) და განსაკუთრებით სახიფათო დატბორვის ზონიდან მათი დამოუკიდებლად უმოკლესი მარშრუტით გამოსვლისათვის საჭირო დროთა ხანგრძლივობების (30 წუთის) ჯამს.
თ) სახიფათო დატბორვის ზონის ტერიტორია შემოიფარგლება კაშხლიდან (წამლეკი ტალღის მოძრაობის) კალაპოტის იმ განივკვეთით, რომელსაც გარღვევის ტალღა გაივლის წარმოქმნის მომენტიდან 4 საათის განმავლობაში.
7. შესაძლო სახიფათო რადიაქტიური დაბინძურების ზონა – ეს არის ტერიტორია, რომლის გარე საზღვარი მოცილებულია კატეგორირებული ქალაქის ან კატეგორირებული ეკონომიკის ობიექტის შესაძლო ნგრევის ზონის გარე საზღვრიდან 20 კმ-ით, 4000 მვტ სიმძლავრის ატომური სადგურების შემთხვევაში 30 კმ-ით, უფრო მეტი სიმძლავრის ატომური სადგურებისათვის კი 50 კმ-ით. შესაძლო ძლიერი რადიაქტიური დაბინძურების ზონა მოიცავს ტერიტორიას 100 კმ-ის სიგანით, რომელიც ემიჯნება შესაძლო სახიფათო რადიაქტიული დაბინძურების ზონის გარე საზღვარს. შესაძლო სახიფათო ქიმიური დაბინძურების ზონა ყალიბდება შხამიანი ნივთიერებების სახისა და რაოდენობის მიხედვით და შესაბამისად მისი საზღვრები დგინდება კონკრეტული მონაცემების საფუძველზე ცალკეული ქიმიურად სახიფათო ობიექტებისათვის ინდივიდუალურად (გარემო და ტექნოლოგიური პირობების შესაბამისად).
8. ყვითელი ზოლი – გეგმაზე აღნიშნული უბანი, რომელშიც აღნიშნულია ქალაქის საცხოვრებელ, საზოგადოებრივ და სამრეწველო განაშენიანებაში სტაბილურად ფუნქციონირებადი მაგისტრალების გასწვრივ შესაძლო ჩახერგვის ზონათა საზღვრები.
ქალაქების დაგეგმარება და ობიექტების განლაგე