1. არსებული კატეგორირებული ქალაქების რეკონსტრუქციისა და გაფართოებისას, აგრეთვე ახალი დასახლებების დაგეგმარებისა და მშენებლობისას მწვანე ნარგავები (პარკები, ბაღები, ბულვარები) და ქალაქის ტერიტორიები, რომლებიც თავისუფალია განაშენიანებისაგან (წყალსატევები, სპორტული მოედნები და ა.შ.) უნდა შედიოდნენ ცალკეულ ზონებში, რომლებიც მიიღებიან ქალაქის ტერიტორიის დაყოფით საცხოვრებელ რაიონებად ფართობით არაუმეტეს 250 ჰა-სა. მანძილი ამ ზონებს შორის ანუ სიგანე ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ზოლებისა ტოლი უნდა იყოს არანაკლებ 100 მ-სა. მწვანე ნარგავების და გაუნაშენიანებელი ტერიტორიები მაგისტრალურ ქუჩების ქსელთან ერთად უნდა უზრუნველყოფდეს ქალაქის დანგრეული ნაწილებიდან ქალაქგარეთ პარკებში და ტყეებში თავისუფალი გასასვლელების მოწყობის შესაძლებლობას.
2. კატეგორირებულ ქალაქებში მაგისტრალური ქუჩები საცხოვრებელ და სამრეწველო რაიონებიდან ტრანსპორტის გატარებას უნდა უზრუნველყოფდნენ არა ნაკლებ ორი მიმართულებით. აღნიშნული მაგისტრალები სხვა საავტომობილო და სარკინიგზო გზებს სხვადასხვა დონეზე უნდა კვეთდნენ. მაგისტრალური ქუჩის ორივე მხარეს განლაგებულ შენობებს შორის მანძილი 15 მ-ით მეტი უნდა იყოს ყველაზე მაღალი შენობის (გარდა სეისმომედეგი კარკასული მაღლივი შენობებისა) სიმაღლეზე.
3. კატეგორირებული ქალაქების შიდასაქალაქო სატრანსპორტო ქსელის დაპროექტებისას აუცილებელია ცალკეულ საცხოვრებელ და სამრეწველო რაიონებს შორის საიმედო მიმოსვლისა და ქალაქგარე მაგისტრალამდე თავისუფალი გასასვლელის გათვალისწინება, ასევე ქალაქის ცენტრის, საწარმოო და საცხოვრებელი რაიონების რკინიგზასა და ავტოსადგურებთან, სამდინარო, საზღვაო პორტებთან და აეროპორტებთან ყველაზე მოკლე და მოსახერხებელი გზით დაკავშირება. სატრანსპორტო ქსელის დაპროექტებისას აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას ქალაქსა და მიმდებარე რაიონებს შორის დამაკავშირებელი გზების დუბლირება. კატეგორირებული ქალაქების შესაძლო ძლიერი ნგრევების ზონებში ქუჩისა და საავტომობილი გზის რკინიგზასთან, ასევე საავტომობილი გზების ურთიერთ გადაკვეთისას უნდა იყოს გათვალისწინებული ერთ დონეზე განხორციელებული გზაგამტარიდან არანაკლებ 50 მეტრით დაშორებული სათადარიგო გადასასვლელი.
4. კატეგორირებული ქალაქების მშენებლობის, რეკონსტრუქციის და გაფართოებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას მგზავრების გადაჯდომის შესაძლებლობა საქალაქო ტრანსპორტიდან საქალაქთაშორისო სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტზე, შეთავსებული პლატფორმების ან სხვადასხვა დანიშნულების პლატფორმებს შორის მოკლე გადასასვლელების საშუალებით.
5. ახალი ქალაქების დაგეგმარებისა და განაშენიანებისას, ასევე არსებული კატეგორირებული ქალაქების გაფართოებისას დამხარისხებელი სარკინიგზო სადგურები და კვანძები უნდა განლაგდეს შესაძლო ძლიერი ნგრევის ზონებს გარეთ.
ა) ქალაქის ტერიტორიაზე უნდა განლაგდეს მხოლოდ სამგზავრო და სატვირთო სადგურები.
ბ) კატეგორირებული ქალაქების რეკონსტრუქციისას გათვალისწინებულ უნდა იქნას არსებული დამხარისხებელი სარკინიგზო სადგურების და კვანძების თანდათანობითი გატანა შესაძლო ძლიერი ნგრევის ზონებს გარეთ; სათანადო დასაბუთების შემთხვევაში დასაშვებია მათი გაფართოება ადრე დადგენილ საზღვრებში.
6. კატეგორირებული ქალაქების ავტობუსების, სატვირთო და მსუბუქი ავტოტრანსპორტის გარაჟები, ტროლეიბუსების დეპო და ტრამვაის პარკები უნდა განლაგდეს განცალკევებით, უპირატესად ქალაქის გარეუბნებში.
7. აღდგენითი მკურნალობის საქალაქო საავადმყოფოები (ონკოლოგიური, ტუბერკულოზის, ფსიქიატრიული და სხვა საავადმყოფოები), ასევე სკოლა ინტერნატები უნდა განთავსდეს შესაძლო ძლიერი ნგრევის და კატასტროფული დატბორვის ზონებს გარეთ.
8. კატეგორირებული ქალაქების პარკებში, ბაღებში, სკვერებში და სხვა განაშენიანებისაგან თავისუფალ ტერიტორიებზე აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას ხელოვნური წყალსატევების მოწყობა, რათა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი გახდეს მათი გამოყენება ხანძრების ჩასაქრობად. მათი განლაგება ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი წყალსატევების გათვალისწინებით უნდა მოხდეს.
ა) წყალსაცავების მოცულობა გაიანგარიშება შემდეგი ხარჯით 3000 კუბ. მეტრი წყალი ქალაქის 1 კვ.კმ ტერიტორიაზე, ცალკეულ შემთხვევებში დასაშვებია ამ ნორმის შემცირება 1500 კუბ. მეტრამდე 1 კვ.კმ ტერიტორიაზე.
ბ) მდინარის და წყალსატევების ნაპირებთან უნდა მოეწყოს მისასვლელები, რათა უზრუნველყოფილ იქნას წლის ნებისმიერ დროს წყლის ერთდროული ამოღება არანაკლებ 3 ავტომანქანით.
9. კატეგორირებული ქალაქების გენერალური გეგმის შედგენისას (დეტალური დაგეგმარების პროექტი) დამუშავებული უნდა იყოს ყვითელი ზოლების გეგმა.
10. მაგისტრალური საავტომობილო გზები დაშორებული უნდა იყოს მსხვილი ქალაქების განაშენიანების საზღვრიდან არა უმცირეს 2 კმ-ით. საგარეუბნო ზონებში გათვალისწინებული უნდა იყოს გარე ავტომაგისტრალებთან დამაკავშირებელი გზები.
11. დაუშვებელია შენობა-ნაგებობების განლაგება:
ა) რადიოაქტიური ნივთიერებებით შესაძლო დაბინძურებად ტერიტორიებზე;
ბ) ღვარცოფ, ზვავ და მეწყერსაშიშ ტერიტორიებზე;
გ) მაღაროებისა და სხვა სამრეწველო ობიექტების სახიფათო ზონებში;
დ) შესაძლო კატასტროფული დატბორვის ზონებში, სადაც შესაძლო დატბორვის სიღრმეა 1,5 მეტრი, მოსალოდნელია შენობა-ნაგებობათა ნგრევა, ადამიანთა მსხვერპლი და საწარმოო მოწყობილობათა მწყობრიდან გამოსვლა;
ე) სეისმური ზონების აქტიური რღვევების მიმდებარე რაიონებში.
12. საწარმოთა სამოქალაქო თავდაცვის დამცავ ნაგებობებში თავშეფარებულთა საერთო რაოდენობა „ომიანობის დროს” სამინისტროებსა და უწყებებში განისაზღვრება ცვლაში დადგენილი მომუშავეთა მაქსიმალური რაოდენობით. აგრეთვე „საგანგებო პერიოდში” ცვლაში მომუშავე მუშა-მოსამსახურეთა და დამხმარე პერსონალის რიცხობრივი შემადგენლობით.
13. კატეგორირებული ქალაქებისა და ობიექტების შესაძლო ძლიერი ნგრევის ზონებში განლაგებული საწარმოების მუშა-მოსამსახურეთა (უდიდესი სამუშაო ცვლის) დაცვა, რომლებიც აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას ომიანობის დროს, ასევე სამუშაო ცვლის – ობიექტებისა და სამსახურების მორიგე და სახაზო პესონალის, რომლებიც უზრუნველყოფენ მითითებული ქალაქებისა და ობიექტების სტაბილურ ფუნქციონირებას, გათვალისწინებული უნდა იქნეს მშვიდობიან დროს ეროვნული მურნეობის მოთხოვნილებისამებრ გამოყენებულ თავშესაფრებში.
ა) თავშესაფრებმა უნდა უზრუნველყონ თავშეფარებულთა დაცვა დამრტყმელი ტალღის, გამჭოლი რადიაციის, ატომური აფეთქების რადიოაქტიური დაბინძურებისა და სინათლის გამოსხივებისაგან, ხანძრის დროს მაღალი ტემპერატურებისა და წვის პროდუქტებისაგან, ასევე მომწამლავი და ბაქტერიული საშუალებებისაგან.
ბ) თავშესაფრები უნდა უზრუნველყოფდნენ თავშეფარებულთა დაცვას განუწყვეტლივ ორი დღე-ღამის განმავლობაში.
14. კატეგორირებული ქალაქების და ობიექტების შესაძლო ძლიერი ნგრევის ზონების საზღვრებს გარეთ მდებარე სამოქალაქო უსაფრთხოების მიხედვით მეორე კატეგორიის ობიექტებზე და ეროვნული მეურნეობის სხვა ობიექტებზე მუშა-მოსამსახურეების, ასევე არაკატეგორირებული ქალაქების, დასახლებების და სოფლების მოსახლეობის, კატეგორირებული ქალაქებიდან ევაკუირებული მოსახლეობის დაცვა გაითვალისწინება რადიაციასაწინააღმდეგო საფრებში, რომლებიც მშვიდობიან დროს გამოყენებულია ეროვნული მეურნეობის მოთხოვნილებისამებრ და მოსახლეობის მომსახურებისათვის. რადიაციასა-წინააღმდეგო საფრები უნდა უზრუნველყოფდნენ თავშეფარებულთა საანგარიშო რაოდენობის დაცვას მაიონიზირებელი გამოსხივებისაგან რადიაქტიული დაბინძურების დროს განუწყვეტლივ 1-2 დღე-ღამის განმავლობაში.
15. საგანგებო სიტუაციაში მოსახლეობის დასაცავად და ეკონომიკის ობიექტების სტაბილური ფინქციონირების უზრუნველყოფის მიზნით უპირატესობა ენიჭება სამოქალაქო თავდაცვის დამცავი ნაგებობების დაპროექტებისა და მშენებლობისათვის (განთავსებისათვის) ქალაქების მიწისქვეშა სივრცეების ათვისება-გამოყენებას. ამავე მიზნებისათვის მიზანშეწონილია გარდაიქმნას არსებული და ახალი მშენებარე შენობა-ნაგებობების მიწისპირა (ნახევრად ჩაღრმავებული) და მიწისქვეშა სართულები.
16. თავშესაფრად გამოსაყენებელი სათავსოების ჩაშენება გათვალისწინებული უნდა იყოს სამრეწველო დაწესებულებების მშენებარე საწარმოო და დამხმარე შენობების, საზოგადოებრივი, საცხოვრებელი და სხვა შენობა-ნაგებობების მიწისქვეშა სართულებზე, ასევე ნახევრად ჩაღრმავებული ცალკე მდგომ ნაგებობებში. თავშესაფრებად უნდა გამოიყენებოდეს ქალაქის მიწისქვეშა სივრცეში განთავსებული საყოფაცხოვრებო, დამხმარე და სასაწყობო სათავსოები (გარდა ადვილადაალებადი, ფეთქებადი, მომწამლავი, შხამიანი და დაუფასოებელი ფხვიერი მასალების საწყობებისა), სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების ობიექტები, კულტურულ-საყოფაცხოვრებო და სპორტული დანიშნულების სათავსოები, მიწისქვეშა ავტოსადგომები, გვირაბები, მიწისქვეშა გადასასვლელები და სხვა ნაგებობები.
ა) ცალკე მდგომი თავშესაფრების მშენებლობა, მშვიდობიან დროს ეროვნული მეურნეობის მოთხოვნილებებისათვის გამოყენების გათვალისწინებით, დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ ობიექტებზე არ მიმდინარეობს ახალი მშენებლობა, ასევე იმ შემთხვევაში, როცა რთული ჰიდროგეოლოგიური და სხვა პირობების გამო ცალკე მდგომი ნაგებობების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება ნაკლებია ჩაშენებულ თავშესაფრების ღირებულებაზე.
ბ) თავშესაფრებად გამოსაყენებელ სათავსოებს უნდა გააჩნდეთ ახლომდებარე შენობებისა და ნაგებობების ნგრევის შედეგად შესაძლო ხერგილების წარმოქმნის ზონებს გარეთ ავარიული გასასვლელები.
გ) ავარიული გასასვლელები დასაშვებია მოეწყოს იმ თავშესაფრებისათვის, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული არიან უსაფრთხო გადასასვლელებით.
დ) იმ წარმოებებში, სადაც ორგანიზება უკეთდება მუშა-მოსამსახურეთა დაცვას, ერთ-ერთ თავშესაფარში გათვალისწინებული უნდა იყოს მართვის პუნქტის მოწყობა საგანგებო შტაბის განსათავსებლად.
17. სამოქალაქო თავდაცვის დამცავი ნაგებობები (თავშესაფრები და რადიაციასაწინააღმდეგო საფრები), რომლებიც მშვიდობიან დროს გამოიყენება ეროვნულ მეურნეობაში და მოსახლეობის მომსახურებისათვის, ადამიანთა შესაფარებლად მზადყოფნაში უნდა იქნას მოყვანილი არაუმეტეს 12 საათის განმავლობაში.
18. დამუშავებულ მიწისქვეშა მაღაროებში და გამოქვაბულებში, სადაც ეს შესაძლებელია და მიზანშეწონილია, უნდა იქნეს გათვალისწინებული მოსახლეობის დაცვისათვის თავშესაფრებისა და რადიაციასაწინააღმდეგო საფრების მოწყობა.
19. მძიმე ავადმყოფების დაცვისათვის, რომელთა ევაკუირება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია (არატრანსპორტაბელური ავდმყოფები), ასევე მათი მომსახურე პერსონალისათვის კატეგორირებული ქალაქებისა და ობიექტების შესაძლო ძლიერი ნგრევის ზონებში განლაგებული სამკურნალო პროფილის დაწესებულებების (საავადმყოფოები, კლინიკები) ახლად დასაპროექტებელ შენობების სარდაფებში გათვალისწინებული უნდა იყოს თავშესაფრების მოწყობა, რომლებიც მშვიდობიან დროს გამოყენებული იქნება სამკურნალო დაწესებულების საჭიროებისამებრ.
20. სამკურნალო დაწესებულებების თავშესაფრებში მოსათავსებელ ავადმყოფთა რაოდენობა განსაზღვრულია მშვიდობიან დროს სამკურნალო დაწესებულების საერთო საპროექტო ტევადობის 10%-მდე.
21. ქალაქის საპროექტო განაშენიანების საზღვრებში აგებული თავშესაფრები, უნდა უზრუნველყოფდნენ თავშეფარებულთა დაცვას ბირთვული აფეთქების შედეგად წარმოშობილი დარტყმითი ტალღის ჭარბი წნევის ზემოქმედებისაგან, სიდიდით 1 კგძ/სმ.კვ ანუ 100 კპა, ხოლო მათი მაიონიზირებელი რადიოაქტიური გამოსხივების შემამცირებელი კოეფიციენტი უნდა იყოს 1000-ის ტოლი.
22. რადიაციასაწინააღმდეგო საფრები შენდება შესაძლო სუსტი ნგრევის ზონაში, ასევე I კატეგორიის ობიექტზე, რომელიც მდებარეობს შესაძლო ძლიერი ნგრევის ზონის მიღმა. მათი შემომფარგლავი კონსტრუქციები გათვლილი უნდა იყოს 20 კპა (0,2 კგძ/სმ.კვ) ჭარბი წნევის ზემოქმედებაზე დარტყმითი ტალღის ფრონტში.
23. რადიაციასაწინააღმდეგო საფრების (მათი განთავსების მიხედვით) საჭირო რადიაციასაწინააღმდეგო დაცვის (მაიონიზებელი რადიაციული გამოსხივების დოზის შემამცირებელი) კოეფიციენტების მნიშვნელობები მოცემულია დანართი 1.
შენობები და გარე საინჟინრო ქსელე