1. კატეგორირებული ქალაქების ორი და მეტი დამოუკიდებელი მაგისტრალური გაზსადენით მომარაგების დროს გაზის მიწოდება უნდა განხორციელდეს არანაკლებ ორი გაზგამანაწილებელი სადგურიდან, რომლებიც განლაგებული უნდა იყვნენ ქალაქის განაშენიანების საზღვრის გარეთ სხვადასხვა მხარეს.
2. კატეგორირებულ ქალაქებში და ობიექტებზე გაზგამანაწილებელი სადგურების და გაზმარეგულირებელი პუნქტების მიწისზედა ნაწილები (გმპ), ასევე კატეგორირებული სამრეწველო წარმოებების გმპ უნდა იყოს აღჭურვილი მიწისქვეშა შემოვლითი გაზსადენებით მათზე დამონტაჟებული გასათიში მოწყობილობებით.
3. კატეგორირებულ ქალაქებში და ობიექტებზე გათვალისწინებული უნდა იყოს მაღალი და საშუალო წნევის გამანაწილებელი გაზსადენების და მათგან კატეგორირებული სამრეწველო საწარმოებისაკენ მიმავალი განშტოებების მიწისქვეშა გაყვანილობა. კატეგორირებულ ქალაქებში და ობიექტებზე მაღალი და საშუალო წნევის გაზსადენების ქსელები წრიული უნდა იყოს.
4. გათხევადებული გაზის გასამართი სადგურების მოწყობა საცხოვრებელი, სამკურნალო და სხვა სოციალური დანიშნულების შენობა-ნაგებობებიდან დასაშვებია არა ნაკლებ 300 მ-ის დაშორებით.
თავი IV
ელექტრომომარაგება, ჰიდროტექნიკური ნაგებობები და კავშირგაბმულო