1. საგანგებო სიტუაციებში შეუფერხებელი ტელერადიომაუწყებლობის უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებულ უნდა იქნას:

ა) ფუნქციონალური დანიშნულებიდან გამომდინარე დაცვის სხვადასხვა ხარისხის მქონე მაუწყებლობის დაცული სათადარიგო პუნქტების არსებობა;

ბ) სამაუწყებლო ტელეპროგრამების გადაცემა შესაძლებელი უნდა იყოს თანამგზავრის ან სარელეო ხაზების გამოყენების მეშვეობით, ხოლო რადიოპროგრამებისათვის დამატებითი სატელეფონო ქსელის გამოყენებით;

გ) შესაძლო ნგრევისა და კატასტროფული დატბორვის ზონებს მიღმა მდებარე კავშირგაბმულობის ობიექტების შემადგენლობაში გათვალისწინებულ უნდა იქნას მადუბლირებელი სააპარატო–სასტუდიო ბლოკებისა და საქტელერადიოს გადასაადგილებელი საშუალებების ჩართვის პუნქტების შექმნა;

დ) რეგიონალური და ადგილობრივი რადიომაუწყებლობის კომპლექსები მოწყობილი უნდა იქნას საიმედოდ დაცულ შენობებში.

თავი V

სატრანსპორტო ნაგებობე