1. პორტებისთვის, გემთსარემონტო ქარხნებისთვის და სარემონტო-საექსპლოატაციო ბაზებისთვის, რომლებიც მდებარეობენ შესაძლო ძლიერი ნგრევის ზონაში, გათვალისწინებული უნდა იყოს სათადარიგო გადასატვირთი პუნქტები და სარემონტო სადგომები.
2. საბრძოლო მუხტებიანი და სახიფათო ტვირთის (ასაფეთქებელი ნივთიერებები, ძმშნ და სხვა) გადასატვირთი ნავმისადგომები, ასეთივე ტვირთით დატვირთული გემების ირგვლივ აკვატორია მოშორებული უნდა იყოს საცხოვრებელი, საწარმოო და სასაწყობო შენობებიდან არანაკლებ 250 მ მანძილზე. ამ შემთხვევაში ყველა სახმელეთო ობიექტებზე უნდა მოეწყოს წყლის ფარდის წარმომქმნელი სისტემები. გათვალისწინებული უნდა იყოს შესაძლო სახიფათო ქიმიური მოწამვლის ზონაში მცხოვრები მოსახლეობისა და მომუშავე პერსონალის შეტყობინების ლოკალური სისტემებ