1. სახელმწიფო მნიშვნელობის საავტომობილო გზები და აგრეთვე შემოვლითი გზები უნდა გადიოდეს კატეგორირებული ქალაქების საპროექტო განაშენიანების საზღვრებიდან არანაკლებ 2 კმ მანძილზე.

2. კატეგორირებული ქალაქების და ობიექტების საგარეუბნო ზონაში გათვალისწინებული უნდა იქნას საავტომობილო გზებს შორის დამაკავშირებელი გზების მოწყობა.

3. საავტომობილო გზების ქსელის გაფართოებისას გათვალისწინებული უნდა იყოს საქალაქო მაგისტრალის შეპირაპირება საგარეუბნო მაგისტრალურ გზებთან, აგრეთვე რკინიგზის სადგურებთან და ევაკუირებული მოსახლეობის ჩასხდომა-გადმოსხმის პუნქტებთან მისასვლელი საავტომობილო გზების მშენებლობა.

4. სანაოსნო კატეგორირებულ ქალაქებს მიღმა, განლაგებულ სანაოსნო მდინარეებზე ავტოსაგზაო და სარკინიგზო ხიდები უნდა განთავსდეს ისეთ მანძილზე, რომლიც გამორიცხავს ერთი აფეთქებით ორი ხიდის ერთდროულ განადგურებას.

5. ატომური სადგურების რაიონებში საავტომობილო გზების მშენებლობისას, იმ ადგილებში სადაც ისინი კვეთენ შესაძლო სახიფათო რადიაციული დაბინძურების ზონის საზღვრებს, ავტოტრანსპორტის შესამოწმებლად და სადეზაქტივაციო რეცხვისათვის ეწყობა მოედნები, რომლებიც რადიაქტიული ავარიის შემთხვევაში შეიძლება გამოყენებული იქნან სპეციალური და სანიტარული დამუშავების პუნქტების გასაშლელად. ამავე ზონაში უნდა დაპროექტდეს სულ მცირე ორი გზა მყარი საფარით, რომლებიც ქმნიან სადგურებთან სამი-ოთხი მხრიდან მისასვლელს.

6. აკრძალულია აეროპორტების საჰაერო მიმოსვლის ზონაში ბუნებრივი გაზის და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებისათვის მაღალი წნევის მაგისტრალური მილსადენის განლაგება, დასაშვებია მათი განთავსება აეროპორტიდან 5 კმ.-ის დაშორებით ღია განლაგებისას და 2 კმ.-ის დაშორებით სიღრმითი განლაგებისა