1. ჰიდროკვანძების დაპროექტებისა და მშენებლობისას უნდა იყოს გათვალისწინებული ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფენ სადაწნევო ფრონტის ნაგებობების მდგრადობას, ითვალისწინებენ ზემოთმდებარე ჰიდროკვანძის ნგრევის შემთხვევაში გარღვევის ტალღის მოვარდნის დროს, ასევე ნაგებობების ფრონტზე მისი გავლის პირობებსა და კაშხლის წინასწარ დაცლას. არსებულ და დასაპროექტებელ ჰიდროკვანძებზე, რომელთა სადაწნევო ფრონტის ნაგებობის გარღვევას შეუძლია გამოიწვიოს კატასტროფული დატბორვა, აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას წყალსაცავის მოკლე ვადებში წინასწარი დაცლის ღონისძიებების გატარება.

2. ჰიდროკვანძების სადაწნევო ფრონტის ნაგებობები უნდა დაპროექტდეს ჰიდროკვანძის კატასტროფული ნგრევისას გრავიტაციული ტალღების წარმოქმნისა და გადმოღვრის დროს სადაწნევო ფრონტის ნაგებობების გამძლეობის უზრუნველყოფის გათვალისწინებით. სადაწნევო ფრონტის ნაგებობების მედეგობის ასამაღლებელი ღონისძიებები სრულდება ქვეყნის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოების მიერ მისი დამტკიცების საფუძველზე.

3. ჰიდროკვანძის სადაწნევო ფრონტის ურდული უნდა შეირჩეს კაშხლის ნგრევის შემთხვევაში ქვედა ბიეფში მინიმალური შესაძლო ნგრევისა და დანაკარგების გათვალისწინებით.

4. საშუალო და მაღალი დაწნევის ჰიდროკვანძების კაშხლებში, რომლებშიც გათვალისწინებულია მაღლა მდებარე ჰიდროკვანძიდან გარღვევის ტალღის ხარჯების გატარება, წყალსაგდები ხვრელების ურდულების ასაწევი ამწეების რიცხვი განისაზღვრება გარღვევის ტალღის მოსვლის დროში ხვრელების გახსნის პირობიდან გამომდინარე. მაღალი დაწნევის ჰიდროკვანძების კაშხლებზე რეკომენდებულია გათვალისწინებულ იქნას სიღრმითი წყალსაგდები ხვრელები წყალსაცავის აუცილებელი წინასწარი დაცლის უზრუნველსაყოფად.

5. კატეგორირებული ჰიდროელექტროსადგურების ჰიდროკვანძის რაბების დაპროექტებისას შემუშავებული უნდა იქნას ღონისძიებები, რომლებიც ითვალისწინებს ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში რაბების მუშაობის სწრაფ განახლებას. რაბის მართვის პულტი მოთავსებული უნდა იყოს ერთ-ერთი რაბის სათაო ნაწილში, საგანგებო შტაბთან კავშირისა და აუცილებელი დაცვის უზრუნველყოფით.

6. სადაწნევო ფრონტის ნაგებობების შესაძლო რღვევის შემთხვევაში ჰიდროკვანძის ქვედა ბიეფის პროექტში განსაზღვრული უნდა იყოს დატბორვის ზონის დონეები და საზღვრები. ჰიდროკვანძის გარღვევისა და დატბორვის საშიშროების შესახებ საგანგებო სიტუაციების  მართვის ორგანოებისა და მოსახლეობის შეტყობინების მიზნით სიგნალების გადაცემის უზრუნველსაყოფად ჰიდროკვანძი აღჭურვილი უნდა იყოს დაკვირვებისა და ინფორმაციის გადამწოდი ხელსაწყო–მოწყობილობებით, რომლებიც დაკავშირებული უნდა იყოს ძირითადი და სათადარიგო დისპეტჩერული მართვის პუნქტებთან და საგანგებო შტაბთან, რომლებიც განლაგებული არიან დატბორვის ზონებშ