1. ნავთობის და ნავთობპროდუქტების, შეკუმშული ნახშირწყალბადოვანი გაზის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების მაქსიმალურად დასაშვებ მოცულობად მაგისტრალური მილსადენის ერთ ტექნიკურ დერეფანში მიღებულია 260 მლნტ პირობითი საწვავი წელიწადში. ტექნიკურ დერეფნებს შორის მანძილი უნდა იყოს არანაკლებ 30 კმ.
2. მაგისტრალური მილსადენების ტრასების (გაზსადენი, ნავთობსადენი) მიწისზედა გაყვანილობის შემთხვევაში მილები უნდა განლაგდნენ შესაძლო ნგრევის ზონის საზღვრებს გარეთ, ხოლო მათი სიღრმითი განლაგებისას – შესაძლო ძლიერი ნგრევის ზონებს გარეთ. შესაძლო სუსტი ნგრევის ზონებში მაგისტრალური მილსადენების ღია განლაგება დასაშვებია მხოლოდ წინაღობების გადალახვის ადგილებში.
3. მაგისტრალური მილსადენების ტრასებზე გადასატუმბი და საკომპრესორო სადგურები უნდა განლაგდეს შესაძლო ძლიერი ნგრევისა და კატასტროფული დატბორვის ზონებს გარეთ.
4. მაგისტრალური გაზსადენების დაპროექტებისას არსებული და დასაპროექტებელი გაზსადენების სისტემებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს მათი წრიულობ