1. საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ცალკეული ენერგოწყაროების შესაძლო დაზიანებისას ენერგეტიკულმა სისტემებმა უნდა უზრუნველყონ კატეგორირებული ქალაქების და ობიექტების, ასევე ელექტროფიცირებული რკინიგზების, ქვანახშირისა და მადნის შახტების სტაბილური ელექტრომომარაგება. ენერგოსისტემის ელექტრული ქსელების სქემა აუცილებლობის შემთხვევაში უნდა ითვალისწინებდეს ენერგოსისტემის დამოუკიდებლად მოქმედ ნაწილებად დაყოფის შესაძლებლობას.
2. ენერგოსისტემების დაპროექტებისას უნდა იყოს გათვალისწინებული ახალი მსხვილი ელექტროსადგურების (სიმძლავრით 600 მგვტ და მეტი) ერთმანეთისაგან, კატეგორირებული ქალაქებიდან და ობიექტებიდან არანაკლებ შესაძლო ძლიერი დაზიანების ზონის ორი რადიუსის ტოლი მანძილით დაშორება.
ა) ელექტროგადამცემი ხაზები და ქვესადგურები 500 კვ და მეტი ძაბვით, რომლებიც ასრულებენ გაერთიანებულ ენერგეტიკული სისტემების ძირითად სისტემათშორისო კავშირის ფუნქციებს, ასევე ელექტროგადამცემი ხაზები და ქვესადგურები 220 და 330 კვ ძაბვით, რომლებიც ასრულებენ ანალოგიურ ფუნქციებს იმ გაერთიანებულ ენერგოსისტემაში, სადაც ისინი წარმოქმნიან მაღალი ძაბვის ქსელს, უნდა იქნან გაყვანილი კატეგორირებული ქალაქების და ობიექტების შესაძლო ძლიერი ნგრევის ზონების საზღვრებს გარეთ.
ბ) შესაძლო ძლიერი ნგრევის ზონაში ელექტროენერგიის ტრანზიტის უზრუნველყოფის მიზნით არსებულ ან რეკონსტრუირებულ 500 კვ და მეტი ძაბვის შუალედურ ქვესადგურებთან ან ელექტროსადგურებთან მომიჯნავე ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანის აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა შესაძლო ძლიერი ნგრევის ზონის გარეთ უმოკლესი შემაერთებელი ხაზის გათვალისწინება. ერთმაგი ან ორმაგი სისტემათშორისი კავშირების დაპროექტებისას მათი კომუტაციური კვანძები არ უნდა იყოს შეთავსებული 600 მგვტ და მეტი სიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ მოწყობილობებთან.
3. ენერგეტიკული სისტემის გამანაწილებელი ელექტრული ქსელი 110-330 კვ ძაბვით უნდა იყოს, როგორც წესი წრიული. ელექტროგადამცემი ხაზები შესაძლებლობის ფარგლებში უნდა გადიოდეს სხვადასხვა ტრასებზე ყველა მიმართულებით და უნდა იყვნენ მიერთებული ელექტრომომარაგების რამდენიმე წყაროსთან. ელექტრომომარაგების სისტემების დაპროექტებისას გათვალისწინებული უნდა იყოს მცირე სტაციონარული ელექტროსადგურების შენახვა სათადარიგო მიზნებისათვის, ასევე მოძრავი ელექტროსადგურების და ქვესადგურების გამოყენების შესაძლებლობა.
4. ენერგოსისტემებმა უნდა იქონიონ ქალაქგარე სათადარიგო სადისპეჩერო პუნქტები, რომლებიც უნდა განლაგდნენ კატეგორირებული ქალაქების და ობიექტების შესაძლო ძლიერი ნგრევების ზონის საზღვრებს გარეთ.
ა) ენერგოსისტემებში ქალაქგარე სათადარიგო სადისპეჩერო პუნქტები (სსპ) ეწყობა დადგენილი წესით, როგორც ცალკე მდგომი, ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევებში ქალაქგარე ქვესადგურების ან სარემონტო-საწარმოო ბაზების დაპროექტებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ჩადგმულ-ჩაშენებული ტიპის სსპ.
ბ) მითითებულ სადისპეჩერო პუნქტებს უნდა გააჩნდეთ შენობები რადიოაქტიური დაბინძურების შემთხვევაში მომსახურე პერსონალის მაიონიზირებელი გამოსხივების ზემოქმედებისაგან დაცვის უზრუნველსაყოფად.
გ) ენერგოსისტემების სადისპეჩერო მართვის დაპროექტებისას გათვალისწინებული უნდა იქნას ცალკეული სისტემების და ენერგორაიონების ცენტრალიზირებული მართვის შესაძლებლობა.
5. კატეგორირებულ ქალაქებში კავშირგაბმულობის კვანძების, სატუმბი სადგურების, სიგნალიზაციის მოწყობილობების, რკინიგზის ხაზების ცენტრალიზაციისა და ბლოკირების, სამრეწველო საწარმოების და სხვა ობიექტების ელექტრომომარაგება, რომელთა მუშაობის შეწყვეტა დაუშვებელია საგანგებო სიტუაციების დროს, უნდა ხორციელდებოდეს ელექტროკვების ორი დამოუკიდებელი წყაროდან, რომლებიც ელექტროენერგიის სხვა მომხმარებლების გამორთვისას არ გაითიშება.
6. მაგისტრალური მილსადენის (გაზსადენების, ნავთობსადენების) გადამტუმბი და კომპრესორული სადგურების ელექტრომომარაგება უნდა ხორციელდებოდეს შესაძლო ძლიერი დაზიანების ზონის საზღვრებს გარეთ განლაგებულ ქვესადგურიდან ან საკუთარი ელექტროსადგურიდან.
7. სამოქალაქო უსაფრთხოების მოთხოვნათა მიხედვით განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის – თბოელექტროსადგურის აგრეგატების ჩართვა-გამორთვის მიზნით, მათი ენერგოსისტემიდან გამორთვის შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს კვების ახალი სათადარიგო წყარო – ელექტროსადგურზე საკუთარი ავტონომიური წყარო ან გადასატანი ელექტროენერგიის წყარო, რომელიც განთავსებული იქნება შესაძლო ნგრევის ზონის საზღვრებს გარეთ.
8. კატეგორირებულ ქალაქში, რომელიც განლაგებულია ზღვის ან მდინარის ნაპირზე, გათვალისწინებული უნდა იყოს ორი ან მეტი ხომალდის ელექტროდანადგარიდან ელექტროენერგიის მიმღები სანაპირო მოწყობილობის არსებობა.
9. კატეგორირებული ენერგოსისტემის დაპროექტებისას მასში შემავალი თბოელექტროსადგურები უნდა განლაგდეს შესაძლო ნგრევის ზონის და შესაძლო კატასტროფული დატბორვის ზონის საზღვრებს გარეთ. იგივე მოთხოვნები ეხება ელექტროგადამცემი ხაზების განთავსებასა და 500 კვ და მეტი ძაბვის ქვესადგურის მშენებლობას. კატეგორირებული ქალაქების გარე ელექტრომომარაგების სისტემების შექმნისას გათვალისწინებული უნდა იყოს კვების რამდენიმე დამოუკიდებელი წყარო, რომელთა ნაწილიც განლაგებული უნდა იყოს შესაძლო ნგრევების ზონის საზღვრებს გარეთ.
10. საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ელექტრომომარაგების საიმედოობის ამაღლების მიზნით თავდაცვის სამინისტროს ობიექტებზე, თავდაცვითი მრეწველობის საწარმოებზე, მეტროპოლიტენში, ელექტროფიცირებული რკინიგზის ქალაქგარეთა უბნებზე, წყალ და გაზმომარაგების სისტემებში, სამკურნალო დაწესებულებებში და სხვა ობიექტებზე, რომლებიც განლაგებულნი არიან სამოქალაქო უსაფრთხოების მიხედვით განსაკუთრებული და პირველი კატეგორიის ქალაქებში, საჰაერო ხაზები უნდა შეიცვალოს კაბელურით. ის ობიექტები, რომლებზეც ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა მცირე ხნითაც კი არ შეიძლება, უნდა იყოს უზრუნველყოფილი ავტონომიური კვების წყაროები