(a) ისინი არ უნდა მომდინარეობდნენ ისეთი სადგომიდან ან არ უნდა ჰქონოდათ შეხება ისეთი სადგომის ცხოველებთან, სადაც ბოლო თვის განმავლობაში დაფიქსირდა ცოფის შემთხვევა ან არსებობდა ეჭვი ცოფთან დაკავშირებით;

(b) ისინი უნდა მომდინარეობდნენ ისეთი სადგომიდან, რომელშიც არცერთ ცხოველს არ აღენიშნებოდა მიქსომატოზის კლინიკური ნიშნები.

2. ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოებს, რომლებიც კურდღლისნაირების მათ ტერიტორიაზე გადაადგილებისთვის მოითხოვენ სამედიცინო ცნობას, უფლებამოსილნი არიან მოითხოვონ, რომ მათთვის გაგზავნილ ცხოველებს თან ახლდეთ E დანართში მოცემული ნიმუშის მიხედვით შედგენილი სამედიცინო ცნობა, რომელსაც დართული ექნება შემდეგი დეკლარაცია:

„მე, ქვემორე ხელისმომწერი, -----, ვადასტურებ, რომ ზემოაღნიშნული საქონლის პარტია აკმაყოფილებს დირექტივის 92/65/EEC მე-9 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და რომ ცხოველების გამოკვლევისას ნაჩვენები არ ყოფილა დაავადების არანაირი კლინიკური ნიშანი.“

ცნობა გაცემული უნდა იქნეს სახელმწიფო ვეტერინარის მიერ ან იმ ვეტერინარის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია ცხოველის წარმოშობის სადგომზე და რომელსაც აღნიშნული უფლებამოსილება მიენიჭა შესაბამისი კომპეტენტური უწყების მიერ, ხოლო სამრეწველო მოშენების შემთხვევაში – სახელმწიფო ვეტერინარის მიერ.

ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოები, რომლებსაც სურთ ისარგებლონ აღნიშნული უფლებით, ამის შესახებ აცნობებენ ევროკომისიას, რომელიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს პირველი აბზაცით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას.

3. ირლანდიასა და გაერთიანებულ სამეფოს შეუძლიათ მოითხოვონ იმგვარი სამედიცინო ცნობის წარმოდგენა, რომელშიც დასტურდება, რომ დაცული იქნა 1(a) აბზაცის მოთხოვნებ