1. ზოგადად:
(a) ფრინველი უნდა მომდინარეობდეს იმ სადგომიდან, რომელშიც ფრინველის გამოგზავნამდე 30 დღის განმავლობაში არ დაფიქსირებულა ფრინველის გრიპის შემთხვევა;
ფრინველი უნდა მომდინარეობდეს იმ მეფრინველეობიდან ან იმ ადგილიდან, სადაც არ ვრცელდება რაიმე შეზღუდვები ნიუკასტლის დაავადებასთან ბრძოლის ღონისძიებებთან დაკავშირებით.
(b) დირექტივის 90/539/EEC მე-19 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებამდე, ძალაში რჩება ეროვნული მოთხოვნები ნიუკასტლის დაავადებასთან ბრძოლისათვის, ხელშეკრულების ზოგადი დებულებების გათვალისწინებით.
(c) მესამე მსოფლიოს ქვეყნიდან იმპორტის შემთხვევაში, უნდა იყვნენ მოთავსებული კარანტინში 91/496/EEC დირექტივის მე-10(1) მუხლის მესამე აბზაცის შესაბამისად იმ სადგომში, რომელშიც ისინი გაერთიანების ტერიტორიაზე შეტანის შემდეგ დააბინავეს.
2. გარდა ამისა, თუთიყუშისებრნი:
(a) არ უნდა იყვნენ ისეთი სადგომიდან ან ისეთი სადგომის ცხოველებთან შეხებაში, სადაც დადგენილი იქნა პსიტაკოზის (Chlamydia psittaci) არსებობა.
აკრძალვის ვადა ბოლო დარეგისტრირებული შემთხვევიდან და 26-ე მუხლით გათვალისწინებული ვეტერინარული ზედამხედველობის ქვეშ მკურნალობის ვადა უნდა შეადგენდეს მინიმუმ ორ თვეს.
(b) უნდა იყვნენ იდენტიფიცირებული დირექტივის 90/425/EEC მე-3(1)(c) მუხლის შესაბამისად;
თუთიყუშისებრთა იდენტიფიცირების, კერძოდ კი დაავადებულ თუთიყუშისებრთა იდენტიფიცირების მეთოდები განისაზღვრება 26-ე მუხლით;
(c) თუთიყუშისებრთ თან უნდა ახლდეს სავაჭრო დოკუმენტი სახელმწიფო ვეტერინარის ხელმოწერით ან იმ ვეტერინარის ხელმოწერით, რომელიც პასუხისმგებელია ფრინველის წარმოშობის სადგომზე ან საწარმოზე, და რომელსაც აღნიშნული მიზნებისთვის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ.
B. საბჭოს 1990 წლის 27 ნოემბრის დირექტივის 91/495/EEC მე-2(2) მუხლის მეორე ქვეაბზაცში, რომელიც ეხება საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ვეტერინარიის პრობლემებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ფერმაში მოშენებული ბოცვრის ხორცისა და ნადირის ხორცის17 წარმოებასა და ბაზარზე განთავსებაზე მესამე ხაზში სიტყვების შემდეგ „დირექტივა 90/539/EEC“ დაემატოს სიტყვები „უტროპო ფრინველები (Ratitae)“.
საბჭოს 1990 წლის 15 ოქტომბრის დირექტივის 90/539/EEC მე-2(2) მუხლის პირველ ქვეპუნქტში, რომელიც ადგენს მოთხოვნებს ვეტერინარულ პირობებთან დაკავშირებით და რომელიც არეგულირებს გაერთიანებაში შინაური ფრინველებითა და საინკუბაციო კვერცხებით ვაჭრობას და მათ მესამე მსოფლიოს ქვეყნებიდან იმპორტს18, სიტყვების შემდეგ „და კაკაბი“ დაემატოს სიტყვები „და უტროპო ფრინველები (Ratitae)