2. ცხვრის, თხისა და ცხენის სახეობის ცხოველების სპერმა, იმ კრიტერიუმების დარღვევის გარეშე, რომელთა დაცვაც უნდა მოხდეს კონკრეტული ჯიშის სანაშენე წიგნში ცხენისებრთა ოჯახის ცხოველების შეტანისას უნდა:
– იყოს აღებული, მომზადებული და უნდა ინახებოდეს ხელოვნური განაყოფიერების მიზნებისთვის ისეთ ცენტრში, რომელიც ჯანმრთელობის თვალსაზრისით დაშვებულია D(I) დანართის შესაბამისად, ხოლო ცხვრებისა და თხების შემთხვევაში, ზემოაღნიშნულიდან გამონაკლისის დაშვებით, სპერმა შესაძლებელია იყოს ასევე აღებული, მომზადებული და შენახული ისეთ სადგომში, რომელიც აკმაყოფილებს დირექტივით 91/68/EEC გათვალისწინებულ მოთხოვნებს;
– იყოს აღებული იმ ცხოველებიდან, რომლებიც აკმაყოფილებენ D(II) დანართით გათვალისწინებულ პირობებს (ცხოველების შემოწმება მიღებისას და გეგმიური შემოწმებები);
– იყოს აღებული, დამუშავებული და D(III) დანართის შესაბამისად;
– სპერმის ევროპის კავშირის რომელიმე სხვა წევრ სახელმწიფოში გადატანისას, თან უნდა ახლდეს სამედიცინო ცნობა, რომელიც შეესაბამება იმ ნიმუშს, რომელიც განისაზღვრება 26-ე მუხლის შესაბამისად.
3. ცხვრისებრთა, თხისებრთა, ცხენებრთა სახეობის ცხოველებისა და ღორების კვერცხუჯრედები და ემბრიონები:
– აღებული უნდა იქნეს წევრი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ აღიარებული შემგროვებელთა გუნდის მიერ იმ მდედრობითი სქესის დონორი ცხოველებიდან, რომლებიც აკმაყოფილებენ D(IV) დანართით გათვალისწინებულ პირობებს და დამუშავება უნდა მოხდეს სათანადო ლაბორატორიაში;
– უნდა იყოს დამუშავებული და შენახული D(III) დანართით გათვალისწინებული წესით;
– ევროპის კავშირის წევრ რომელიმე სხვა სახელმწიფოში გადაგზავნისას, თან უნდა ახლდეთ 26-ე მუხლით გათვალისწინებულ ნიმუშის შესაბამისი სამედიცინო ცნობა.
მდედრობითი სქესის დონორი ცხოველების განაყოფიერებისთვის გამოყენებული სპერმა, ცხვრების, თხებისა და ცხენების შემთხვევაში, უნდა აკმაყოფილებდეს მე-2 აბზაცით გათვალისწინებულ პირობებს, ხოლო ღორების შემთხვევაში − დირექტივის 90/429/EEC პირობებს. ნებისმიერი დამატებითი გარანტიები შესაძლებელია განისაზღვროს 26-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
4. 1997 წლის 31 დეკემბრამდე, კომისიამ უნდა წარადგინოს ანგარიში, ნებისმიერ სხვა შესაბამის წინადადებასთან ერთად, წინამდებარე მუხლის სამეცნიერო და ტექნიკური მიღწევების გათვალისწინებით განხორციელების თაობა