2. გაერთიანებაში იმპორტი დაიშვება მხოლოდ პირველი მუხლით გათვალისწინებული ცხოველების, სპერმის, კვერცხუჯრედებისა და ემბრიონების, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:

(a) ისინი უნდა მომდინარეობდეს იმ მესამე მსოფლიოს ქვეყნიდან, რომელიც მე-3(a) აბზაცის თანახმად შესადგენ სიაშია შეყვანილი;

(b) მათ თან უნდა ახლდეთ სამედიცინო ცნობა, რომელიც შედგენილია 26-ე მუხლით დადგენილი წესით, ხელმოწერილია ექსპორტის ქვეყნის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ და რომელიც ადასტურებს, რომ ცხოველები, სპერმა, კვერცხუჯრედები და ემბრიონები აკმაყოფილებენ დამატებით პირობებს ან რომელიც წარმოადგენს მე-4 აბზაცით გათვალისწინებულ ეკვივალენტურ გარანტიებს და მომდინარეობს ისეთი ლიცენზირებული ცენტრებიდან, ორგანოებიდან, ინსტიტუტებიდან ან შემგროვებელი ცენტრებიდან, რომლებიც გასცემენ ასეთ გარანტიებს.

3. 26-ე მუხლით გათვალისწინებული წესით უნდა განისაზღვროს შემდეგი:

(a) მე-6(A)(1)(e) მუხლით გათვალისწინებული სიის გათვალისწინებით, იმ მესამე მსოფლიოს ქვეყნების ან მესამე მსოფლიოს ქვეყნების წინასწარი სია, რომელთაც შეუძლიათ, ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოებს და კომისიას წარუდგინონ II თავით გათვალისწინებული გარანტიების ეკვივალენტური გარანტიები 29-ე მუხლით დადგენილ თარიღამდე, ასევე იმ შემგროვებელი ცენტრების ჩამონათვალი, რომელთათვისაც შეუძლიათ მათ აღნიშნული გარანტიების წარმოდგენა.

წინასწარი სია შედგენილი უნდა იყოს კომპეტენტური ორგანოების მიერ დამტკიცებული და შემოწმებული დაწესებულებების სიის საფუძველზე, მას შემდეგ, რაც კომისია შეამოწმებს თუ რამდენად აკმაყოფილებენ აღნიშნული დაწესებულებები წინამდებარე დირექტივით დადგენილ პრინციპებსა და ზოგად წესებს;

(b) აღნიშნული სიის განახლებული ვერსია მე-4 აბზაცით გათვალისწინებული შემოწმებების გათვალისწინებით;

(c) კონკრეტული ვეტერინარული მოთხოვნები – კერძოდ გაერთიანების გარკვეული ეგზოტიკური დაავადებებისგან დაცვის მიზნით ან წინამდებარე დირექტივით გათვალისწინებული გარანტიების ეკვივალენტური გარანტიები.

მესამე მსოფლიოს ქვეყნებისთვის დაწესებული სპეციალური მოთხოვნები და ეკვივალენტური გარანტიები არ უნდა იყოს უფრო ხელსაყრელი, ვიდრე II თავით გათვალისწინებული მოთხოვნები და გარანტიები.

4. მე-3 აბზაცით გათვალისწინებულ სიაში შესაძლებელია შეყვანილი იქნეს მხოლოდ მესამე მსოფლიოს ქვეყნები და მესამე მსოფლიოს ქვეყნების ის ნაწილები,(a) საიდანაც იმპორტი არ არის აკრძალული:

– A დანართში განსაზღვრული დაავადებების ან გაერთიანებისთვის სხვა ეგზოტიკური დაავადებების არსებობის გამო;

– დირექტივის 72/462/EEC მე-6, მე-7 და 14 მუხლების, დირექტივის 91/495/EEC მე-17 მუხლისა და დირექტივის 71/118/EEC19 შესაბამისად, ან, წინამდებარე დირექტივით გათვალისწინებული ცხოველების შემთხვევაში, 26-ე მუხლით დადგენილი წესით მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში, ცხოველების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მდგომარეობის გათვალისწინებით;

(b) რომლებიც, საკუთარი კანონმდებლობისა და ვეტერინარული სამსახურებისა და ინსპექტირების სამსახურების მოწყობის გათვალისწინებით, ასევე ასეთი სამსახურების უფლებამოსილებებისა და მათზე განხორციელებული ზედამხედველობის გათვალისწინებით, დირექტივის 72/462/EEC მე-3(2) მუხლის შესაბამისად აღიარებულნი არიან, რომ შეუძლიათ თავიანთი მოქმედი კანონმდებლობის იმპლემენტაცია;

(c) რომელთა ვეტერინარულ სამსახურებსაც შეუძლიათ იმის გარანტირება, რომ დაცულია ვეტერინარული მოთხოვნები, რომლებიც არ ჩამოუვარდება II თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

5. კომისიის ექსპერტები და წევრი სახელმწიფოები ატარებენ ადგილზე შემოწმებებს, რათა დარწმუნდნენ, რომ მესამე მსოფლიოს ქვეყნის მიერ შემოთავაზებული გარანტიები წარმოებისა და ბაზარზე განთავსების პირობებთან დაკავშირებით, შესაძლებელია ჩაითვალოს გაერთიანების ფარგლებში გამოყენებული გარანტიების ეკვივალენტურად.

აღნიშნულ შემოწმებებზე პასუხისმგებელი წევრი სახელმწიფოების ექსპერტები, წევრი სახელმწიფოს წარდგინებით, ინიშნებიან კომისიის მიერ.

აღნიშნული შემოწმებები ტარდება გაერთიანების სახელით, რომელიც გაიღებს აღნიშნულთან დაკავშირებით ნებისმიერ ხარჯებს.

6. მე-5 აბზაცით განსაზღვრული შემოწმებების ჩატარებამდე, გამოყენებული უნდა იქნეს მესამე მსოფლიოს ქვეყნებში მოქმედი ეროვნული წესები იმ დათქმით, რომ თუ აღნიშნული შემოწმებების შედეგად გამოვლინდა მე-3 აბზაცის შესაბამისად წარმოდგენილი გარანტიების შეუსრულებლობა, აღნიშნულის შესახებ შეტყობინება უნდა მოხდეს მუდმივმოქმედი ვეტერინარული კომისიის მეშვეობი